top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ორ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე პაპმა ცვლილებები განახორციელა


წმინდა მამამ მიიღო განცხადება კარდინალ რობერტო სარას, საღვთო კულტისა და საიდუმლოებათა სწავლების კონგრეგაციის პრეფექტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ასევე თანამდებობა დატოვა ვატიკანში გენერალურმა ვიკარიუსმა, კარდინალმა ანჯელო კომასტერმა – ამის შესახებ წმინდა საყდრის საინფორმაციო სამსახური იუწყება.


კარდინალ რობერტო სარას 75 წელი შეუსრულდა. ეს ასაკი ეპისკოპოსებისათვის საპენსიო ასაკია. კარდინალი წარმოშობით გვინეადანაა. იგი 2014 წლიდან საღვთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაციის პრეფექტია. რობერტო სარა იყო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელსაც 34 წლის ასაკში ხელი დაასხა წმინდა იოანე პავლე მეორემ.


რაც შეეხება კარდინალ ანჯელო კომასტრის მას 77 წელი შეუსრულდა. გარდა გენერალური ვიკარიუსისა, იგი იყო ასევე წმიდა პეტრეს ბაზილიკის წინამძღვარი (არქიპრეზბიტერი).


კარდინალ კომასტერის ადგილზე, პაპმა ფრანცისკემ დაასახელა ასიზის, წმიდა ფრანცისკეს ორდენის ყოფილი წინამძღვარი, მამა მაურო გამბეტი.


კარდინალი მაურო გამბეტი 1965 წლის 27 ოქტომბრეს, იტალიაში, ბოლონიის პროვიცნიაში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა ბოლონიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამანქანო ინჟინერიაზე, სწავლის დსრულების შემდეგ, კი მოიხადა სამხედრო სამსახური.


1992 წლის 19 სექტემბერს შევიდა ფრანცისკანელთა ორდენის პოსტულანტურაში, მომდევნო წელს კი, ნოვიციატი გაიარა ოზიმოში.


1995 წელს დადო პირველი საბერმონაზვნო აღთქმები. შემდგომ სწავლა განაგრძო ასიზის თეოლოგიის ინსტიტუტში ანთროპოლოგიისა და თეოლოგიის განხრით. ფლორენციაში კი მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საეკლესიო სამართლის დარგში. მუდმივი საბერმონაზვნო აღთმა დადო 1998 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მღვდლად ხელდასხმულ იქნა 2000 წლის 8 იანვარს.


მას, თავისი მრავლაწლიანი სასულიერო მოღვაწეობის შემდეგ, ასიზის მონასტერში, პაპმა ფრანცისკემ კარდინალის ხარისხი მიანიჭა.


წყარო: deon.pl


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page