top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ოცნება მშვიდობაზე არ უნდა მოკვდეს’ – პაპი მალტაში ვიზიტისას



2 აპრილის, მალტაში სამოციქულო ვიზიტის დაწყებისას, პაპი ფრანცისკე რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს ეწვია. შემდეგ კი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.


დახვედრის ცერემონიაზე წმინდა მამამ მალტის მოსახლეობას სიტყვით მიმართა, სადაც კუნძულოვან სახელმწიფოს "ხმელთაშუა ზღვის გული" უწოდა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრეზიდენტს მალტელი ხალხის სახელით წარმოთქმული მისალმების თბილი სიტყვებისთვის:


„თქვენი წინაპრები მასპინძლობდნენ პავლე მოციქულს რომისკენ მიმავალ გზაზე და არცთუ მცირე ადამიანურობა გამოიჩინეს მისი და მისი თანამგზავრების მიმართ“ (საქმეები 28:2); ახლა, მე, ასევე რომიდან ჩამოსული, ვხვდები მალტელების კეთილგანწყობასადა სტუმართმოყვარეობას, საგანძურს, რომელიც თქვენს ქვეყანაში თაობიდან თაობას გადაეცემა.


ათასობით წლის განმავლობაში, ისტორიულმა მოვლენებმა და სხვადასხვა ხალხის შერწყმამ, მალტა აქცია სიცოცხლისუნარიანობისა და კულტურის, სულიერებისა და სილამაზის ცენტრად. გზაჯვარედინად, რომელმაც შეძლო მრავალი მხარის გავლენის მიღება და ჰარმონიზაცია“, – განმარტა პაპმა და აღნიშნა, რომ ამ გავლენის იდენტიფიცირება შესაძლებელია „ვარდების ქართან“. ამ სიმბოლიკის გამოყენებით რომის ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა ზოგიერთ გავლენას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.


„მალტის კუნძულებზე ქარი ძირითადად ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს. ჩრდილოეთ ევროპას მოგაგონებთ, კერძოდ, ევროკავშირის სახლს, მშვიდობის დასაცავად გაერთიანებული ერთი დიდი ოჯახის სახლს. ერთიანობა და მშვიდობა ის საჩუქრებია, რომლებსაც მალტელი ხალხი ღმერთს სთხოვს ყოველთვის, როცა ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. მშვიდობა მოდის ერთიანობიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ, ერთობა დავაყენოთ განხეთქილებაზე მაღლა, გავაძლიეროთ საერთო ფესვები და ღირებულებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მალტის საზოგადოების უნიკალურობა“, – თქვა რომის პაპმა.


„მაგრამ მშვიდობიანი სოციალური კეთილმეზობლობისთვის მხოლოდ მიკუთვნებულობის გრძნობა საკმარისი არ არის. პატიოსნება, სამართლიანობა, მოვალეობის გრძნობა და გამჭვირვალობა განვითარებული ცივილიზებული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ამიტომ, უკანონობისა და კორუფციის აღმოფხვრის სურვილი ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც ქარი ჩრდილოეთიდან რომ უბერავს და უბერავს ქვეყნის სანაპიროებს“.


პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპული სახლი“ ხელს უწყობს სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის ღირებულებებს. ასევე წინა პლანზეა უფრო ფართო შემოქმედის სახლის შენარჩუნება.


რომის ეპისკოპოსმა მოუწოდა დაიცვან მალტის ბუნებრივი სილამაზე და მისი უნიკალური პეიზაჟები, დაუჯერებელი სიხარბისაგან, ფულის წყურვილისა და სამშენებლო სპეკულაციებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლანდშაფტს, არამედ მომავალს. გამოთქვა სურვილი მალტამ შეინარჩუნოს თავისი ფესვები და უწოდა მას საოცარი „ორგანული განვითარების ლაბორატორია“, სადაც პროგრესი არ ნიშნავს ცრუ კეთილდღეობის სახელით წარსულთან ფესვების გაწყვეტას.


პაპმა მადლიერება გამოხატა მალტის მთავრობისა და ხალხისადმი მიგრანტების მიმართ სტუმართმოყვარეობისთვის, რომლებიც კუნძულზე იმედის საძიებლად ჩამოდიან. მიგრაციული საგანგებო სიტუაციის გაფართოების მიზნით, წმინდა მამამ გაიხსენა უკრაინიდან დევნილები და ამ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ფართო და ერთობლივი ქმედებებისკენ მოუწოდა.


„ბოლოს კი, აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ხშირად ცისკარზე ქრის“, – განაგრძო წმინდა მამამ – „ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთიდან, სადაც სინათლე პირველად ამოვიდა, ჩამოწვა ომის სიბნელე. ჩვენ გვეგონა, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოსევები, ქუჩის ძალადობრივი ჩხუბები და ატომური საფრთხეები მხოლოდ შორეული წარსულის ბნელი მოგონებები იყო, მაგრამ ომის ყინულოვანმა ქარმა, რომელმაც მხოლოდ სიკვდილი, ნგრევა და სიძულვილი მოიტანა, ბევრის სიცოცხლე მოიცვა და ყველას შეეხო. მაშინ, როცა კიდევ ერთხელ ვიღაც ძლიერი, სამწუხაროდ, ჩაკეტილი ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიკურ პრეტენზიებში პროვოცირებს და ამძაფრებს კონფლიქტს, ჩვეულებრივი ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო ან საერთოდ არ იქნება. ახლა, ომის წყვდიადში, რომელიც კაცობრიობას დაატყდა თავს, არ მივცეთ საშუალება ჩაკვდეს ოცნება მშვიდობაზე. გლობალური პრობლემები მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტას“.


„დავეხმაროთ ერთმანეთს ხალხის მშვიდობისათვის, ვიმუშაოთ უფრო ფართო დიალოგის საფუძვლებზე, დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციებს, სადაც განიარაღების საკითხი ცენტრალური იქნება, მომავალ თაობაზე თვალებში ყურებით! მოდით, უზარმაზარი თანხები, რომლებიც კვლავ იხარჯება იარაღზე, მიმართული იყოს განვითარებაზე, ჯანდაცვასა და კვებაზე“, - მოუწოდა პაპმა ფრანცისკემ.


„მალტა, ხმელთაშუა ზღვის გულო, გააგრძელე იმედი, იზრუნე სიცოცხლეზე, მიიღე სხვები, ისწრაფე მშვიდობისკენ ღმერთის დახმარებით, რომლის სახელიც არის მშვიდობა. ღმერთმა დალოცოს მალტა და გოზო!“





წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page