top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ოჯახს, რომელიც 15 მიტოვებულ ბავშვს უვლის, პაპმა მადლობა გადაუხადა



ტურინის მახლობლად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც 15 მიტოვებულ ბავშვზე ზრუნავს პაპმა ფრანცისკემ სატელეფონო ზარით მადლობა გადაუხადა.


კატერინასა და ბრუნოსოჯახის ისტორია პაპმა ფრანცისკემ მათივემეგობრების წყალობით შეიტყო, რომლებსაც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჰყავთ. ისინი ცოტა ხნის წინ დაესწრნენ ვატიკანში აუდიენციას, სადაც პაპს გადასცეს კატერინას, ბრუნოსა და მათი შვილების წერილი. მასში აღწერილია მათი ცხოვრების რეალობა.


კატერინა და ბრუნო წერდნენ, რომ ჰყავთ ნაშვილები ქალიშვილი, რომელიც ვერ დადის და ვერც ლაპარაკობს, მაგრამ სპეციალური აპარატის ჩადგმის წყალობით, უსმენს საყვარელ მუსიკას და ესმის საყვარელი ადამიანების ხმები. გარდა ამისა, ცოლ–ქმარი ასევე წერდა ორ ბიოლოგიურ ვაჟზე, რომელთაგან ერთს აუტიზმის სინდრომი და უზარმაზარირწმენა აქვს. მათ წერილს დაურთეს ფოტო, რომელშიც ჩანს თუ როგორ უყურებს მთელი ოჯახი ტელევიზორში პაპ ფრანცისკეს მიერ შესრულებულ „ანგელოზის ლოცვას“. კატერინას თქმით, წერილს ტელეფონის ნომერი დაურთო, თუმცა ნამდვილად არ ელოდა, რომ პაპი დაურეკავდა.


კატერინა და ბრუნო ტურინის მახლობლად ცხოვრობენ. ისინი იოანე XXIII-ის საზოგადოებას მიეკუთვნებიან. დაახლოებით ათი წლის წინ,მათ გაჭირვებული ბავშვებს სახლის კარი გაუღეს და მას შემდეგ თხუთმეტ ბავშვზე ზრუნავენ. პანდემიის დაწყებამდე ისინი ასევე შეუერთდნენ პროგრამას "წამიყვანე სახლში". მისი მიზანია ოჯახებში მგრძნობელობის გაზრდა იმ ბავშვების საჭიროებებზე, რომლებიც დაბადების შემდეგ მიატოვეს და რთულ სიტუაციებში იზრდებიან.


ოჯახთან დარეკვისას, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა კატერინასა და ბრუნოს ყველაფრისთვის, რასაც ავადმყოფი და გაჭირვებული ბავშვებისთვის აკეთებდნენ.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი



bottom of page