top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ იოანე პავლე I-ის ბეატიფიკაციის თარიღი ცნობილია



წმინდა მამა ფრანცისკემ თავისი წინამორბედის, პაპ იოანე პავლე პირველის ბეატიფიკაციის თარიღი დანიშნა. ღირსი მსახური უფლისა, ალბინო ლუჩანი 2022 წლის 4 სექტემბერს ნეტარად შეირაცხება.


პაპ ალბინო ლუჩანის კანონიზაციის პროცესი 2003 წლიდან დაიწყო.წმინდანთა განდიდების კონგრეგაცია 2017 წლამდე გულდასმით სწავლობდა მოწმობებსა და დოკუმენტებს.


2021 წლის 13 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ წმინდანთა განდიდების კონგრეგაციას მიანიჭა უფლება–მოსილება გამოექვეყნებინათ დეკრეტი, სადაც აღიარებული იქნებოდა სასწაული, რომელიც მოხდა პაპ იოანე პავლე I-ის შუამდგომლობით.


2011 წელს, სასწაულებრივად განიკურნა არგენტინელი გოგონა ბუენოს აირესში, ეს მოვლენა კი გახდა გადამწყვეტი ვენეციელი პაპის ნეტარად შერაცხვის პროცესის დაწყებისთვის.


1978 წლის 26 აგვისტოს ვენეციის პატრიარქმა, ალბინო ლუჩანიმ გადაწყვიტა პაპობის სახელი დაერქმია იოანე პავლე, ამ სახელში მან გააერთიანა ორი პაპი. იოანე XXIIIდა პავლე VI. მისი პონტიფიკატი ერთ–ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო პაპების ისტორიაში.

იგო პაპი იყო 1978 წლის 26 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page