პაპ ლეონ XIV-ის მესამე სამოციქულო მოგზაურობა დაიწყო
- 1 day ago
- 1 min read
13 აპრილს, დილით, პაპმა ლეონ XIV–მ ფიუმიჩინოს აეროპორტიდან სამოციქულო მოგზაურობა დაიწყო. ეს იქნება მისი პონტიფიკატობის პერიოდში ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელიც მოიცავს ალჟირს (წმიდა ავგუსტინეს ადგილების მონახულებით), კამერუნს, ანგოლასა და ეკვატორულ გვინეას. თერთმეტი დღის განმავლობაში ის ათამდე ქალაქს ეწვევა.

ITA-ს თვითმფრინავში ასვლამდე პაპი გამოემშვიდობა გამცილებლებს, დილის 9:07 საათზე კი, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მას აფრიკის დიდ კონტინენტზე 13-დან 23 აპრილამდე მოემსახურება.
ლეონ XIV პირველი პაპია, რომელიც ამ ქვეყანას ეწვევა. იგი აფრიკაში ადგილობრივი დროით, 10:00 საათზე ჩავა. ეს არის მისი მესამე სამოციქულო მოგზაურობის პირველი გაჩერება წმიდა ავგუსტინეს კვალდაკვალ, რასაც მოჰყვება კამერუნი, ანგოლა და ეკვატორული გვინეა.
დღის პროგრამა
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ლეონ XIV პატივს მიაგებს წამებულთა მემორიალს, რომელიც 1982 წელს დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.
13 აპრილის პროგრამაში ასევე შედის: ვიზიტი რესპუბლიკის პრეზიდენტთან; შეხვედრა ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან; ნაშუადღევს ალჟირის დიდი მეჩეთის მონახულება; ვიზიტი ბაბ ელ უედის მისიონერი ავგუსტინელი დების მიღებისა და მეგობრობის ცენტრში. ეს არის გაჩერება იმ ორი მონაზვნის ხსოვნის პატივისცემისთვის, რომლებიც 1994 წლის 23 ოქტომბერს, ალჟირის სამოქალაქო ომის დროს მოკლეს.
დღე დასრულდება ალჟირის საზოგადოებასთან შეხვედრით.
შოთა გიქოშვილი





Comments