top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ლეონ XIV-ს პირველი ენციკლიკა 25 მაისს გამოქვეყნდება

  • 2 days ago
  • 1 min read

„Magnifica Humanitas“ ასე ეწოდება ლეონ XIV-ის პირველ ენციკლიკას, რომელიც შეეხება „ადამიანის პიროვნების დაცვას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.



დოკუმენტი 25 მაისს გამოქვეყნდება. მასზე წმინდა მამის ხელმოწერა 15 მაისით თარიღდება და მისი წინამორბედის, ლეონ XIII-ის ენციკლიკის, „Rerum Novarum“-ის გამოცემიდან 135-ე წლისთავს მიეძღვნა.


„Magnifica humanitas“-ის პრეზენტაცია გაიმართება იმავე დღეს, 25 მაისს, 11:30 საათზე, სინოდის დარბაზში, თავად პაპ ლეონ XIV-ის თანდასწრებით.


მომხსენებლები იქნებიან კარდინალები: ვიქტორ მანუელ ფერნანდესი და მიხალ ჩერნი, რწმენის მოძღვრებისა და ადამიანის ყოვლისმომცველი განვითარების დიკასტერიების პრეფექტები. მათთან ერთად ასევე წარსდგებიან ანა როულენდსი, პოლიტიკური თეოლოგიის (ეკლესიის სოციალური მოძღვრების ჩათვლით) და მიგრაციის თეოლოგიური ეთიკის პროფესორი, დურჰამის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის დეპარტამენტიდან (გაერთიანებული სამეფო); კრისტოფერ ოლა, კომპანია „Anthropic“-ის თანადამფუძნებელი (ამერიკის შეერთებული შტატები) და ხელოვნური ინტელექტის კვლევის ხელმძღვანელი და პროფესორი, ლეოკადი ლუშომბო, პოლიტიკური თეოლოგიისა და კათოლიკური სოციალური აზროვნების ლექტორი კალიფორნიის იეზუიტთა თეოლოგიის სკოლაში, სანტა კლარას უნივერსიტეტში.


დასკვნითი ნაწილი დაეთმობა კარდინალ პიეტრო პაროლინს, რასაც მოჰყვება წმიდა მამის სიტყვით გამოსვლა და კურთხევა.


შოთა გიქოშვილი


 


Comments


bottom of page