top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს გამოსახულებით ახალი საფოსტო მარკები დაიბეჭდება

27 თებერვალს, ვატიკანის ფოსტა ფილატელია გამოუშვებს საფოსტო მარკებს, რომლებიც პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის 10 წლისთავს, მოახლოებულ აღდგომას, 2025 საიუბილეო წელს და მათემატიკოსისა და ასტრონომის, ნიკოლი კოპერნიკის 550 წლისთავს მიეძღვნება.


2023 წლის ვატიკანის საფოსტო მარკები პაპ ფრანცისკეს არჩევიდან 10 წლისთავს მიეძღვნება. მარკებზე გამოსახული იქნება პაპის პონტიფიკატობის დასაწყისი, როდესაც გადასცეს მწყემსმთავარის ბეჭედი. ეს ბეჭედი ათასწლეულებს ითვლის და განასახიერებს პეტრე მოციქულს, ადამიანთა მებადურს (მათ. 4.18-19, მარკ. 1.16-17). ბეჭედს ყველა პაპი ატარებდა, როგორც პეტრე მოციქულზე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ძმების წინაშე დაკისრებული მოვალეობის გაგრძელების სიმბოლო. სიმბოლურ ნომინალზე და მისალოც ბარათზე დაწერილია კარდინალ ჰუმესის სიტყვები, რომლითაც მიმართა კარდინალ ბერგოლიოს: “არ დაივიწყო ღარიბები!”


10 წლისთავი


პაპის არჩევის 10 წლისთავზე ასევე დაიბეჭდება 4 საფოსტო მარკა პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატის უმნიშვნელოვანესი მომენტებიდან:

– 2013 წლის 19 მარტის წმინდა წირვა, ანუ მისი მაგისტერიუმის დასაწყისი;

–2016 წლის 20 ნოემბრის ღვთის სიტყვის დღე, როცა სახარებას ეამბორება;

–პაპი, რომელიც აღსარების საიდუმლოს იბარებს – “24 საათი უფლისთვის”, – 2013 წლის 8 აგვისტო, პაპი ფრანცისკესპირველი ვიზიტი პალმედუზაში, სადაცმან ყვავილების გვირგვინი ჩაუშვა ზღვაში, დაღუპულ დევნილ სულთა პატივსაცემად.


აღდგომა - 2023


საფოსტო მარკა, რომელიც 2023 წლის აღდგომას ეძღვნება, შთაგონებულია პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის 10 წლისთავზე,ესპანელი მხატვრის, რაულ ბერზოსას მიერ სპეციალურად შექმნილი ხატით. მასზე გამოსახულია უფლის აღდგომის ცნობილი იკონოგრაფია, რომელიც პერიფრაზირებულია ლუკას სახარების ნაწყვეტით: “უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს” (ლუკა.24.34). მარკა, რომელზეც გამოსახულია აღმდგარი უფლის წინ პეტრე, ასევე ხაზს უსვამს პაპის მისიას. ცხვარი არის სიმბოლო პეტრესადმი დაკისრებული მისიისა: “დამწყემსე ჩემი ცხვრები”(იოან. 21.17).


აფრიკა - იმედის იუბილესაკენ მიმავალი გზა


კიდევ ერთ მარკაზე, ინტენსიური ლურჯი ფერია და მასზე გამოსახულია აფრიკის კონტინენტი. აქვე იესო ქრისტეს ქანდაკება მისკენ მომავალ ადამიანებს უწვდის ხელს, რაც განასახიერებს 2025 წლის საიუბილეო მომლოცველობას. ცენტრში გამოსახულია აფრიკის კონტინენტის სილუეტი, სადაც მითითებულია წმინდა მამის უკანასკნელი მომლოცველობის ადგილი, ხოლო გვერდით ყავისფერ ფერებში გადაწყვეტილი აფრიკის ღვთისმშობლის გამოსახულება, 1840 წელს, ალჟირის პირველი ეპისკოპოსის, დუშუპისათვის ნაჩუქარი ბრინჯაოს ხატიდან გადმოღებული, რომელიც თავის მხრივ იყო 1750 წელს, ფრანგი სკულპტორის, ედმე ბუშარდონის ქანდაკების ასლი.


1854 წლის 8 დეკემბერს, პაპ, პიუს IX – ის მიერ, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დოგმატის გამოცხადების შემდეგ, ღვთისმშობლის ხატი გააბრძანეს ალჟირის დიდი ტაძრის ცენტრალურ სამლოცველოში, რომელიც გახდა ადგილი აფრიკის ღვთისმშობლისა და მომლოცველობებისა. სამლოცველო სავსეა მომლოცველთა მიერ ღვთისმშობლის პატივსაცემად ჩამოტანილი უამრავი ნივთებით, მათ შორისაა ისლამურინივთებიც, რაც თავის მხრივ დიალოგისა და შეხვედრის ადგილია და აღბეჭდილია შემდეგი სიტყვებით: “აფრიკის ღვთისმშობელო, ილოცე ჩვენთვის და მუსლიმებისთვის” (არაბული, კაბალების ენა). საფოსტო მარკა ასევე მიძღვნილია იმავე თემას – აფრიკის კონტინენტს და მომლოცველთა ორ ფიგურას, რომლებსაც ჯვარი უპყრიათ ხელთ.


მეცნიერებასა და რწმენას შორის არსებული ჰარმონია


ბოლო მარკა მიძღვნილია ნიკოლაი კოპერნიკის დაბადების 550 წლისთავს. ეს არის XV საუკუნის დიდი თეოლოგის, მათემატიკოსისა და ასტრონომის სამშობლოს, პოლონეთისა და ვატიკანის ერთობლივი გამოცემა.


კოპერნიკი 1473 წელს ტორუნში დაიბადა, იგი არის ციური სხეულების ბრუნვის შესახებ მიძღვნილი ასტრონომიული ტრაქტატის “De Revolutionibus Orbium Coelestium”- ის ავტორი, რომელიც გამოიცა 1543 წელს. მან მოახდინა ჰელიოცენტრული თეორიის, უკვე არსებულისგან განსხვავებულად ჩვენება, რომლის თანახმადაც, დედამიწა არის სამყაროს ცენტრში. ეს გამოწვევა არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვაა მეცნიერისადმი, არამედ ასევე რწმენისა და მეცნიერების ურთიერთობისა და აზროვნების განახლება. როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს,სამოციქულო ეპისტოლეში “Evangelii Gaudium”, “ეკლესიას არა აქვს პრეტენზია შეაჩეროს უმშვენიერესი სამეცნიერო პროცესები, პირიქით. იგი განაგრძობს მას. ეკლესია ხარობს და ზეიმობს ამ უდიდეს მოწოდებაზე, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა ადამიანის გონება”. მარკაზე დატანილია XIX საუკუნის, პოლონელი მხატვრის, იან მატეიკოს ნამუშევარი. “ასტრონომი კოპერნიკი, ანუ ბაასი ღმერთთან”. ნამუშევარი შეიქმნა 1871-1873 წლებში, მეცნიერის დაბადებიდან 400 წლისთავზე. ნახატი თავდაპირველად გამოფენილი იყო ლონდონის ეროვნულ გალერეაში და ნიუ–იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში. დღეისათვის, ნახატი ამშვენებს კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page