top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს გზავნილი მისიონერებს



უფლის გაცხადების დღესასწაულზე, 6 იანვარს, პაპმა ფრანცისკემ გამოსცა წერილი, რომელიც ეხება მისიის მსოფლიო დღეს და აღინიშნება ყოველიწლის ოქტომბრის ბოლოს წინა კვირას.


catholic.ge გთავაზობთ სრულ ტექსტს.


ძვირფასო ძმებო და დებო!


ამ სიტყვებით მიმართა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თავის მოწაფეებს ზედაც ამაღლებამდე: “თქვენ მიიღებთ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში მთელს იუდეასა და სამარიაში, თვით დედამიწის კიდით კიდემდე” (საქმ. 1,8). სწორედ ეს სიტყვებია 2022 წლის მისიის მსოფლიო დღის მთავარი თემა, რომელიც შეგვახსენებს, რომ მისიონერობა თვით ეკლესიის ბუნებაში დევს.


ამ წელს, მისიის დღე გვაძლევს საშუალებას გავიხსენოთ ეკლესიის მისიური ცხოვრების რამდენიმე თარიღი. ესენია: კონგრეგაცია Propaganda Fide -სდაარსების 400 წლისთავი, რომელსაც დღეს ეწოდება „ერების ევანგელიზაციის კონგრეგაცია“. ასევე 200 წლის წინ დაარსდა „რწმენის გავრცელების საზოგადოება“, „წმინდა ბავშვობისა“ და „წმინდა პეტრეს“საზოგადოებებთან ერთად. 100 წლის წინ,ამ საზოგადოებებმა პონტიფიკალური საზოგადოებების სტატუსი მიიღეს.


ძირეულად განვიხილოთ ის სამიუმთავრესი ასპექტი, რომლებიც აერთიანებს მოწაფეთა ცხოვრებასა და მათ მისიას: “იქნებით ჩემი მოწმეები”, “დედამიწის კიდით კიდემდე”, და “მიიღებთ ძალას სულიწმინდისაგან”.


1. “იქნებით ჩემი მოწმეები” – ყოველი ქრისტიანის მოწოდებაა, რათა დაამოწმონ იესოს შესახებ.


ეს არის იესოს სწავლება მოწაფეებისადმი, რომელიც ეხება მათ მისიას დედამიწაზე. სულიწმინდის ძალის წყალობით, ყველა მოწაფე დაამოწმებს იესოს. ისინი დაამოწმებენ მადლით სადაც არ უნდა წავიდნენ და სადაც არ უნდა იყვნენ. როგორც ვხედავთ, იესო იყო პირველი წარგზავნილი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამის მისიონერი (შედარ. იოან. 20,21). და შესაბამისად, მისი ერთგული მოწმე (შედარ. გამოცხ. 1,5). ყოველი ქრისტიანის მოწოდებაა იყოს ქრისტეს მოწმე და მისიონერი. იმაზე დიდი მისია არ არსებობს, ვიდრე მთელს სამყაროს გააცნო ქრისტე და დაამოწმო მის შესახებ. ეკლესიის იდენტურობა ევანგელიზაციაშია.


ტექსტის სრული წაკითხვა უფრო ძირეულად განმარტავს ზოგიერთ ასპექტს, რომელიც ყოველთვის რჩება ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისადმი მინდობილი მისიისათვის აქტუალური. “იქნებით ჩემი მოწმენი”– მრავლობით ფორმაში ნათქვამი ეს სიტყვები ხაზს უსვამს მოციქულთა საეკლესიო- მისიონერულ ხასიათს. ყოველი მონათლული ქრისტიანი მოწოდებულია მისიისათვის ეკლესიაში, ეკლესიის დავალებით. ამ გზით, მისია აღესრულება ერთობლივად, ეკლესიასთან ერთობაში და არა ინდივიდუალურად,კერძო ინიციატივით. თუ ადამიანი სხვადასხვა გზით, სახარებისეულ მისიას ინდივიდუალურად აღასრულებს, ის მაინც აღასრულებს და უნდა აღასრულოს კიდეც ეკლესიის წიაღში, მასთან შეერთებით. პაპ პავლე მეექვსის სამოციქულო წერილი, Evangelii Nuntiandi, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩემთვის: “არავისთვის, არასდროს არ და ვერ იქნება ევანგელიზაცია ინდივიდუალური და იზოლირებული პროცესი, პირიქით, ის იქნება ეკლესიის ღრმა ხასიათის მატარებელი. ყველაზე ნაკლებ ცნობადი მქადაგებელი, კატეხიზატორი ან მღვდელი, ყველაზე მოშორებულ ადგილზე ქადაგებს სახარებას, კრებს პატარა საკრებულოს, ანდა აღასრულებს საიდუმლოს, თუნდაც მარტო.იგი მაინც აღასრულებს ეკლესიის საქმეს და ეს ქმედება აუცილებლად კავშირშია მთელი ეკლესიის ევანგელიზაციურ საქმიანობასთან, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე მადლის ღრმა და უხილავ ფესვებთან ” (პარაგრ.60). ნამდვილად, უფალ იესოს ტყუილ-უბრალოდ სულაც არ წარუგზავნია თავის მოწაფეები ორ-ორად. ქრისტიანის მოწმობა ქრისტეს შესახებ უპირველეს ყოვლისა საკრებულო ხასიათს ატარებს. აქედან მოდის საკრებულოს ყოფნის ბუნებრივი მნიშვნელობა, თუნდაც ყველაზე პატარა საკრებულოსი, რომელიც ადგას მისიის გზას.


მოწაფეები მოწოდებულნი არიან განვლონ თავიანთი პირადი ცხოვრება მისიის წიაღში. ისინი წარგზავნა იესომ ხალხში არა მხოლოდ მისიის აღსასრულებლად, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისთვისრათა ეცხოვრათ მათზე დაკისრებული მისიის თანახმად. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისია დაემოწმებინათ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქრისტე დაემოწმებინათ. ამის შესახებ პავლე მოციქული განსაკუთრებით ამაღელვებელი სიტყვებით საუბრობს: “ სხეულით ყოველთვის თან დავატარებთ იესოს სიკვდილს” (2 კორ. 4,10). მისიის არსი იესოს შესახებ დამოწმებაში მდგომარეობს ანუ მამისა და ადამიანების სიყვარულის გამო მისი ცხოვრების, ტანჯვების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ დამოწმებაში. ტყუილად კი არ ეძებდნენ მოწაფეები იუდას შემცვლელს ისეთებს შორის, რომლებიც მათსავით ამოწმებდნენ იესოს აღდგომას (საქმ. 1,22). სწორედ ქრისტეს, აღმდგარი ქრისტეს შესახებ უნდა დავამოწმოთ და სწორედ მისი ცხოვრების თანაზიარნი უნდა გავხდეთ. ქრისტეს მისიონერები არ იგზავნებიან იმიტომ, რომ საკუთარი თავი, შესაძლებლობები და სხვების გადმობირების უნარი წარმოაჩინონ, პირიქით, მათ პატივი აქვთ თავიანთი სიტყვებითა და საქმეებით ყველას აუწყონ ქრისტე, სიხარულითა და უშუალობით აუწყონ პირველი მოწაფეების მსგავსად უწყება მაცხოვნებელი მადლის შესახებ.


ამიტომაც, ჯამში, ქრისტეს ნამდვილი მოწმე არის წამებული, ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს ქრისტესთვის, რომელიც პასუხობს ქრისტეს, ჩვენ გამო თავგანწირვის მადლს. სახარების ქადაგების უპირველესი პირობა ჩვენ მიერ შეძენილი იესოს სიყვარულია.ის ფაქტი, რომ მისი წყალობით ვართ დახსნილნი, ჩვენში უფრო ძლიერად აღძრავს ამ სიყვარულს (Evangelii gaudium. 264).


ბოლოს კი, ქრისტიანულ მოწმობასთან დაკავშირებით,უცილობოდ სამართლიანი შენიშვნაა, პაპ პავლე მეექვსის მიერ: “თანამედროვე ადამიანი დიდი ყურადღებით უსმენს მოწმეებს, ვიდრე მასწავლებლებს. და მაინც, თუ მასწავლებელს უსმენს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოწმეა” (Evangelii nuntiandi, 41). ამიტომაც, რწმენის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანთა მოწმობა სახარებისეული ცხოვრების შესახებ. მეორეს მხროვ,ძალიან მნიშვნელოვან საკითხად რჩება იესოს პიროვნებისა და მისი უწყების შესახებ ქადაგება. პავლე VIკვლავ დასძენს: “დიახ, მნიშვნელოვანია ყოველთვის იქადაგოთ, აუწყოთ სახარება ზეპირსიტყვიერად. სიტყვები მუდამ აქტუალურია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს სიტყვები ატარებენ უფლის ძალას”. ამიტომაც წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები კვლავ აქტუალურია: “ამრიგად, რწმენა სმენისგან, სმენა ქრისტეს სიტყვისგან”(რომ. 10,17). სწორედ, რომ მოსმენილ სიტყვას მივყავართ რწმენისკენ.


2. „დედამიწის კიდით კიდემდე“ - მსოფლიო სახარებისეული მისიის მუდმივი აქტუალობა.


მოციქულთა მოწოდება იყო, რომ ყოფილიყვნენ მისი მოწმენი. აღმდგარი უფალი მიუთითებს, თუ სად წარიგზავნებიან: “იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, თვით დედამიწის კიდით კიდემდე” (საქმ.1,8). ზუსტად ამ სიტყვებით მოჰფინა ნათელი იესომ მოციქულთა საყოველთაო მისიის ხასიათს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, იწყება ცენტრალიზაცია, რადგან იუდეური ტრადიციის მიხედვით, სწორედ იერუსალიმი ითვლებოდა მსოფლიოს ცენტრად. ისინი წარიგზავნენ არა პროზელიტიზმის მიზნით, არამედ სახარების გავრცელების მიზნით. ქრისტიანისათვის უცხოა პროზელიტიზმი. მოციქულთა საქმეები მოგვითხრობს მათ მისიონერულ მოძრაობაზე, გვაძლევს ეკლესიის ულამაზეს ხატს. “გასული” თავისი გალავნიდან, რათა შეასრულოს ღვთის განგებულებით თავისი მოწოდება ღმერთის უწყების დამოწმების შესახებ, კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებებით. პირველი ქრისტიანები იდევნებოდნენ იერუსალიმში და სწორედ ამის გამო წამოვიდნენ ისინი იუდეასა და მთელს სამარიაში ქრისტეს დასამოწმებლად (საქმ. 8,1.4).


იგივე ხდება ჩვენს ცხოვრებაში. რელიგიური დევნის, ომებისა და უამრავი სისასტიკის გამო, ქრისტიანები ხშირად იძულებულნი არიან აიყარონ თავიანთი მიწიდან და წავიდნენ სხვა ქვეყნებში. ჩვენ,მადლიერნი ვარ ჩვენი ძმებისა და დებისა, რომლებიც არ იკეტებიან საკუთარ ტანჯვებში, არამედ ამოწმებენ ქრისტეს და მის სიყვარულს იმ ქვეყნებში, სადაც მათ იფარებენ. ამისკენ მოუწოდებდა მათწმინდა პავლე მეექვსე, მხედველობაში ჰქონდა რა პასუხისმგებლობა, რომელსაც ატარებენ ემიგრანტები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც მათ თავშესაფარს აძლევენ (Evangelii nuntiandi,21).

ჩვენ ნათლიად შეგვიძლია დავინახოთ თუ რაოდენ ამდიდრებს სამრევლოებს მრავალეროვნება და აქცევს მათ უფრო საყოველთაოდ, უფრო კათოლიკედ. შესაბამისად, მიგრანტებზე სამწყსო ზრუნვა წარმოადგენს მისიონერულ საქმიანობს, რომლის გვერდის ავლაც არ შეიძლება. ამას კი შეუძლია ადგილობრივ მორწმუნეებში კვლავ განავრცოს ქრისტიანული რწმენის სიხარული.


მითითებამ “დედამიწის კიდით კიდემდე” , ყველა დროის ქრისტიანებში უნდა მოახდინოს მათ ცნობიერებაზე გავლენა და აღძრას ისინი გავიდნენ მათთვის ჩვეული ადგილების საზღვრებს გარეთ, რათა ყველგან დაამოწმონ ქრისტე. მიუხედავად თანამედროვეობის პროგრესისა, აქამდე არსებობს გეოგრაფიული კუთხეები, სადაც დღემდე არ მიუღწევია ქრისტეს შესახებ მოწმობას და მისი სიყვარულის სახარებას. მეორეს მხრივ, არ არსებობს ადამიანის არსებობის პერიოდში ისეთი ფორმა, რომელშიც ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ქრისტეს მიმდევართათვის მისი მისია. ქრისტეს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება მოგზაური ახალი ჰორიზონტებისკენ გეოგრაფიული, სოციალური, ეგზისტენციალური, სასაზღვრო ადგილებსა და ადამიანურ სიტუაციებში. რათა დაამოწმოს ქრისტესა და მისი სიყვარულის შესახებ ყველა მამაკაცისა და ქალის, ყველა ერის, კულტურისა თუ სოციალური სტატუსის მიმართ. ამ თვალსაზრისით, მისია ყოველთვის იარსებებს. ვატიკანის მეორე კრების სწავლების “Misio Ad Gente”, ეკლესია ყოველთვის შეეცდება გავიდეს თავისი გალავნიდან, რათა დაამოწმოს ყველას წინაშე ქრისტეს სიყვარულის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მსურს გავიხსენო და მადლობა გადავუხადო იმ უამრავ მისონერს, რომლებმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნეს გარეთ გასვლასადა ქრისტეს გულმოწყალე სიყვარულის ხორცსშესხმას.


3.“თქვენ მიიღებთ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმინდა” - ყოველთვის ძლიერნი იყავით სულით და მისით იხელმძღვანელეთ.


მოციქულებს, მათი მისიის უწყებისას აღმდგარი იესო დაჰპირდა ასევე მადლს ესოდენ დიდი პასუხისმგებლობისათვის. “მიიღებთ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი” (საქმ. 1,8). ზუსტად ასე მოხდა სულთმოფენობის შემდეგ, ქრისტეს მოწაფეებმა პირველად დაამოწმეს მოკლული და მკვდრეთით აღმდგარი იესოს შესახებ. ეს იყო ქერიგმატული მოწმობის მეშვეობით, წმინდა პეტრეს ეგრეთწოდებული მისიონერული ქადაგება, რომელიც მიმართული იყო იერუსალიმში მცხოვრებთათვის. ასე დაიწყო ქრისტეს მოწაფეთა ევანგელიზაციის მისიონერული ეპოქა სამყაროში. ისინი თავდაპირველად სუსტები, მშიშრები, ჩაკეტილები იყვნენ, მაგრამ სულიწმინდა განამტკიცებდა მათ, აძლევდა მათ გამბედაობასა და სიბრძნეს, რათა დაემოწმებინათ ქრისტე ყველას წინაშე.


როგორც “ვერავინ უწოდებს იესოს უფალს, თუარა სულწმინდით” (1კორ.12,3). ასევე, ვერცერთი ქრისტიანი ვერ დაამოწმებს ჭეშმარიტებით ქრისტეს, სულიწმინდის შთაგონებისა და დახმარების გარეშე. ამიტომაც, ქრისტეს ყოველი მისიონერი მოწოდებულია აღიაროს სულიწმინდის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, იცხოვროს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამუდმებით მიიღოს მისგან შთაგონება და ძალა. უფრო მეტიც, სწორედ მაშინ, როცა თავს ვგრძნობთ დაღლილად, შემართების გარეშე, დაკარგულად, აუცილებელია სულიწმინდას ვთხოვოთ დახმარება ლოცვებში, რომელსაც ეკუთვნის გადამწყვეტი როლი მისიონერულ ცხოვრებაში. ლოცვების მეშვეობით უფლის, ამოუწურავი წყარო - სულიწმინდა, მოგვცემს ენერგიას და სხვა ადამიანებისადმი ქრისტეში ცხოვრების გაზიარების სიხარულს, განგვამტკიცებს და მოგვცემს ახალ ძალას. სულიწმინდაში სიხარული არის მადლი, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელიც გვაძლევს სახარების ქადაგების ძალას, რწმენის უფალში აღიარების ძალას. (პონტიფიკალური მისიონერული საზოგადოება. გზავნილი. 21 მარტი. 2020 წელი). სწორედ სულიწმინდაა მისიის ნამდვილი პროტაგონისტი, სწორედ ის იძლევა საჭირო სიტყვებს საჭირო დროს და საჭირო ხერხით.


სწორედაც, რომ ღირს სულიწმინდით შთაგონებულებმა, ყურადღება მივაქციოთ მისიონერულ თარიღებს, რომლებიც მოუწია 2022 წელს.

1622 წელს დაარსდა წმინდა კონგრეგაცია “Propaganda Fide”, რომელიც ნაკარნახევი იყო ახალ ტერიტორიებზე მისიონერული საქმიანობის გავრცელებით. ეს იდეა მართლაც ხილულ იდეად იქცა. კონგრეგაციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ევანგელიზატორული მისიის ყოფნაში.მართლაც ასეთი ყოფილიყო, მიუხედავად საერო ძალების ჩარევისა, იმ ადგილობრივი ეკლესიების დაარსებაში, რომლებიც დღეს აჩვენებენ ასეთ ძალას. ვიმედოვნებთ, რომ კონგრეგაცია, როგორც ამას აკეთებდა ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში, სულიწმინდის შუქითა და ძალით, გააგრძელებს ეკლესიის მისიონერული საქმიანობის კოორდინაციის, ორგანიზებისა და აღორძინების საქმეს.


იმავე სულისკვეთებით, რომლითაც იძვრის საყოველთაო ეკლესია, შთააგონებს უბრალო მამაკაცებსა და ქალებს არაჩვეულებრივი მისიისაკენ. სწორედ ასე იყო ფრანგი, პაულა ჟარიკოს შემთხვევაშიც, რომელმაც ზუსტად 200 წლის წინ დააარსა რწმენის გამავრცელებელი საზოგადოება.ამ საიუბილეო წელს, მოხდება მისი ნეტარად შერაცხვა. მიუხედავად თავისი მძიმე მდგომარეობისა, მიიღო უფლისაგან შთაგონება და შექმნა ლოცვითი მხარდაჭერისა და მისიონერთა მატერიალური მხარდაჭერის მთელი ქსელი, რომ ყოველ მორწმუნეს შესძლებოდა აქტიური მონაწილეობა მიეღო მისიაში, “დედამიწის კიდით კიდემდე”. ამ გენიალური წამოწყებიდან დაიდო დასაბამი მისიის მსოფლიო დღემ, რომელსაც ვზეიმობთ ყოველ წელს და რომლის აღსანიშნავადაც ყოველ საკრებულოში გროვდება შემოწირულობები და იგზავნება ფონდში, რომლის მისიონერულ საქმიანობასაც მხარს პაპი უჭერს.


ამავე კონტექსტში მსურს გავიხსენო ასევე ფრანგი ეპისკოპოსი შარლ ფორბინა-ჯანსენი, რომელმაც დააარსა „წმინდა ბავშვობის საზოგადოება“. ამ საზოგადოების საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ ბავშვებს შორის მისია წინა პლანზე წამოეწია დევიზით: “ბავშვები აუწყებენ კეთილ უწყებას ბავშვებს, ბავშვები ლოცულობენ ბავშვებისათვის, ბავშვები ეხმარებიან ბავშვებს მთელს მსოფლიოში”. გარდა ამისა, ასევე უნდა გავიხსენოთ ჟანა ბილარდი, რომლის წყალობითაც დაიწყო არსებობა წმინდა პეტრეს საზოგადოებამ და მიზნად ისახავდა ქრისტიანულ მისიაში მყოფი მღვდლებისა და სემინარიელების მხარდაჭერას. ამ სამივე საზოგადოებას ზუსტად 100 წლის წინ მიენიჭა პონტიფიკალური საზოგადოებების სტატუსი. სულიწმინდის შთაგონებითა და წინამძღოლობით, 150 წლის წინ დაბადებული, ნეტარი პაოლო მანას მიერ დაარსდა დღევანდელი პონტიფიკალური მისიონერული კავშირი, რათა მიეზიდა და შთაეგონებინა მღვდლები, ბერ-მონაზვნები და მთლიანად საღვთო ერი მისიისაკენ. ამავე კავშირის წევრი გახლდათ თვით პაპი პავლე მეექვსე, რომლის წყალობითაც კავშირს მიენიჭა პონტიფიკალური სტატუსი. მადლიერებას გამოვხატავ ამ ოთხივე მისიონერული საზოგადოების მიმართ, მათი დიადი ისტორიული დამსახურებებისათვის. მოგიწოდებთ, ამ განსაკუთრებულ წელს, იხაროთ მათთან ერთად მათი, მისიონერებისადმი დახმარებისათვის, რომლებიც ქადაგებენ სახარებას,როგორც საყოველთაო ეკლესიაში, ასევე ადგილობრივ ეკლესიებში. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი ეკლესიები ამ შრომაში იპოვნიან ღვთის ერში მისიონერული სულისკვეთების განმტკიცების საიმედო მხარდაჭერას.


ძვირფასო ძმებო და დებო, მე კვლავ ვაგრძელებ ოცნებას სრულად მისიონერულ ეკლესიაზე და ყველა მისიონერული ქრისტიანული საზოგადოებების ახალ ეტაპზე გადასვლაზე. მეც გავიმეორებ მოსეს შეძახილით, რომელმაც მიმართა გზაში მყოფ ღვთის ხალხს: “ნეტავ, მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად“ (რიცხ.11,29). ნეტა მართლა ვიყოთ ეკლესიაში ისინი, რომლებიც უკვე ვართ ნათლობის ძალით. უფლის წინასწარმეტყველები მოწმეები და მისიონერები სულიწმინდის ძალით დედამიწის კიდით კიდემდე. მარიამ, მისიის დედუფალო, ილოცე ჩვენთვის.


რომი. ლატერანის, წმინდა იოანეს ბაზილიკა. 6 იანვარი 2022 წელი. უფლის გაცხადების დღესასწაული.


პაპი ფრანცისკე


წყარო: https://www.vatican.va/content/francesco/it/messages/missions/documents/20220106-giornata-missionaria.html
























bottom of page