პაპ ფრანცისკეს ვიზიტი ოკეანეთსა და აღმოსავლეთ აზიაში
- catholic.ge
- Sep 3, 2024
- 1 min read
2 სექტემბერს, პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში სამოციქულო ვიზიტი დაიწყო. თითქმის ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი მოილოცავს ინდონეზიას, პაპუა-ახალ გვინეას, ტიმორ-ლეშიტსა და სინგაპურს. პაპის 45–ე სამოციქულო მოგზაურობა 13 სექტემბერს დასრულდება.

პაპ ფრანცისკეს თვითმფრინავი რომის, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა და ჯაკარტისკენ გაემართა. ინდონეზიის დედაქალაქში პაპის ოფიციალური დახვედრა შედგა.
ტრადიციისამებრ, ვიზიტის წინ, წმინდა მართას სახლში, პაპი 15 უსახლკაროს შეხვდა. წმიდა მამას თან ახლდა პაპის წარმომადგენელი კარდინალი კორნარდ კრაიევსკი.
1–ელ სექტემბერს, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, რომის ეპისკოპოსმა მოილოცა სანტა–მარია მაჯორეს ბაზილიკა, სადაც ილოცა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის, Salus Populi Romani - ს წინაშე და ეს მომლოცველობა ღვთისმშობელსა და მის ზეციურ მფარველობას მიანდო. ამავე დღეს, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, “ანგელოზის” ლოცვის ბოლოს, წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს პაპმა სიტყვით მიმართა: “ხვალ გავემგზავრები აზიისა და ოკეანეთის ზოგიერთ ქვეყანაში. გთხოვთ ილოცეთ, რათა ამ შეხვედრებმა ნაყოფი მოიტანოს”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments