top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს მღვდლობის 53 წლისთავი შეუსრულდა

1969 წლის 13 დეკემბერს, ხორხე მარიო ბერგოლიო, ამჟამად უკვე პაპი ფრანცისკე, არგენტინაში მღვდლად ეკურთხა.



53 წლის წინ, 13 დეკემბერი, ადვენტის მესამე კვირა, შაბათი დღე იყო, ცნობილი, როგორც სიხარულისა და გულმოწყალების დღე.


თავისი მოწოდების შესახებ პაპი ფრანცისკე წიგნში “იეზუიტი” საუბრობს.


იგი წერს, რომ როდესაც ბუენოს აირესში, ერთ-ერთ ეკლესიაში აღსარების ჩასაბარებლად წავიდა, იქ დამხვედრი მღვდლისგან შთაგონება მიიღო.


წმინდა მამა აღწერს, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა დედა, როცა გადაწყვიტა, რომ მღვდელი უნდა გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაც მორწმუნე კათოლიკე იყო. თუმცა, როდესაც მისი შვილი მღვდლად ეკურთხა, ხელდასხმის ბოლოს, მას კურთხევა სთხოვა.


1970 - 1971 წლებში, ხორხე მარიო ბერგოლიომ, როგორც იეზუიტმა, სწავლა განაგრძო ესპანეთში. 1973 წელს მან იეზუიტთა ორდენში საბერმონაზვნო სამუდამო აღთქმები დადო.


არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, პროფესორად მუშაობდა სან - ხოსეს უნივერსიტეტში, თეოლოგიის პროფესორად, ქალაქ სან - მიგელში (ბუენოს აირესთან ახლოს). ასევე იყო კოლეჯის რექტორი, 36 წლის ასაკში გახდა ბუენოს აირესის იეზუიტთა პროვინციის უფროსი.


1992 წლის 20 მაისს, წმინდა პაპმა იოანე პავლე II-მ, იგი ბუენოს აირესის დამხმარე ეპისკოპოსად დაასახელა, იმავე წლის 27 ივნისს, კარდინალ ანტონიო კუარიჩინოსგან ეპისკოპოსად ხელდასხმა მიიღო.


1997 წლის 3 ივნისს კი ეპისკოპოსი ბერგოლიო ბუენოს აირესის არქიეპისკოპოს - ადიუტორად დაინიშნა, კარდინალ კურაჩინოს გარდაცვალების შემდეგ, მან სამწყსოზე ზრუნვა ჩაიბარა.


2001 წლის 21 თებერვალს, წმინდა პაპმა იოანე პავლე II-მ ბერგოლიო კარდინალის ხარისხში აიყვანა. ხოლო როგორც კარდინალმა, ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI-ის გადადგომის შემდეგ, კონკლავში მიიღო მონაწილეობა და 2013 წლის 13 მარტს, რომის ეპისკოპოსად (რომის პაპი) აირჩიეს. მან სახელად ფრანცისკე დაირქვა.


წყარო: www.aciprensa.com


შოთა გიქოშვილი

bottom of page