top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს სააღდგომო გზავნილი Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს)



4 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულ მძიმე პერიოდში, კაცობრიობისათვის იმედის მომცემი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთელი მსოფლიო ქრისტიანებს მიულოცა.


პაპმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო ომებითა და ძალადობით იტანჯება, განსაკუთრებით მოიხსენია ტყვეები ჩრდილოეთ უკრაინასა და მთიან ყარაბაღში. „დაე, დაგვეხმაროს უფალი, დაგვაძლევინოს ომი, დაე, ტყვეები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს ჯანსაღები და დაე, სახელმწიფოთა მმართველება შეაჩერონ შეიარაღებაში შეჯიბრი“, - მოუწოდა წმინდა მამამ.


„აღდგომის ხარება არ არის პრობლემებისგან გასაქცევი, არც მირაჟი და არც მაგიური ფორმულა. იგი მოიცავს უწყებას, რომ იესო, განკაცებული, პილატეს მიერ ჯვარცმული აღდგა წერილისამებრ, ამ ყველაფრის შესახებ კი მოწაფეებს უწინასწარმეტველა იესომ“, - თქვა რომის ეპისკოპოსმა.


„აღმდგარი ქრისტე არის იმედი მათთვის, რომლებიც დღემდე იტანჯებიან პანდემიის გამო, არის იმედი ავადმყოფთა და მათთვის, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები. დაე, უფალმა ანუგეშოს ისინი და დაეხმაროს ექიმებსა და მედიცინის მუშაკებს. ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო არის ნუგეში მათთვის, რომლებაც დაკარგეს სამსახური ანდა განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სირთულეებს და მოუხსნეს კუთვნილი სოციალური დახმარება. დაე, უფალმა უჩვენოს გზა სახელმწიფოთა მმართველებს აღმოუჩინონ ყველას აუცილებელი დახმარება, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ოჯახებს. სამწუხაროდ, პანდემია უამრავი ადამიანისათვის გახდა მიზეზი სიღარიბისა და იმედგაცრუებისა“.


წმიდა მამა, გზავნილში „ქალაქსა და მსოფლიოს“, შეეხო მსოფლიოში არსებულ მტკივნეულ საკითხებსაც და გაიხსენია ჰაიტიზე არსებული სიტუაცია, უსურვა ამ ქვეყნის მცხოვრებლებს, არ დაკარგონ იმედი რთულ სიტუაციებში და უცქირონ მომავალს იმედითა და რწმენით.


„დაე, აღმდგარმა ქრისტემ მოუტანოს ახალგაზრდებს იმედი, რომლებიც პანდემიის გამო მოწყვეტილი არიან სათანადო განათლების მიღებასა და მეგობრებთან და თანატოლებთან ურთიერთობებს“. მან გამოხატა თავისი სიახლოვე მსოფლიო ახალგაზრდებისადმი, განსაკუთრებით კი მაინმარის ახალგაზრდებისადმი, რომლებსაც დემოკრატიის სახელით ესმით, რომ სიძულვილის გაფანტვა მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

პაპმა ასევე მოუწოდა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა მიგრანტების მიმართ და მათში დაინახონ ტანჯული ქრისტეს ხატება. წმიდა მამამ მადლობა გადაუხადა ლიბანსა და იორდანიას, რომლებმაც სირიის კონფლიქტის გამო გაქცეული უამრავი ლტოლვილი შეიფარეს.


„სირია, იემენი და ლიბია – ამ ქვეყნებში უკვე მრავალი წელია მძვინვარებს შეიარაღებული კონფლიქტი, რაც, მათი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებისათვის გაუსაძლისად იქცა“.


პაპმა მოუწოდა კონფლიკტში ჩართულ მხარეებს ჩადონ დიდი ძალისხმევა მათ მშვიდობიანი გზით მოგვარებაში და მისცენ საშუალება ისედაც ნატანჯ ხალხს იცხოვრონ სიმშვიდეში და ააღორძინონ თავიანთი ქვეყნები.


„აღდგომას უცილობლად მივყავართ იერუსალიმში. ვთხოვოთ უფლის მისტის (იერუსალიმისათვის) მშვიდობა და კეთილდღეობა, რათა ებრაელებმა და პალესტინელებმა გამონახონ ძალა დიალოგისა, ხოლო მათმა ქვეყნება იცხოვრონ ერთად კეთილმეზობლურ სიმშვიდეში“.


პაპმა ასევე აფრიკისათვის აღავლინა ლოცვა აღმდგარი ქრისტესადმი, განსაკუთრებით კი ნიგერიისათვის (საჰელის რეგიონი), ეთიოპიისათვის (ტიგრაის რეგიონი) და მოზამბიკისათვის (კაბუ-დელგადუს პროვინიცა), სადაც იტანჯებიან შიდა ძალადობითა და საერთაშორისო ტერორიზმით.


პაპის სააღდგომო გზავნილის, “Urbi et Orbi”-ს დასასრულს პაპმა თქვა:


„უამრავ სირთულეებს, რომელბსაც ჩვენ განვიცდით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს ჭრილობებით განვიკურნეთ. (იხ.1პეტრ. 2,24). ჩვენი ტანჯვები განათებულია აღმდგარი ქრისტეს შუქით. იქ, სადაც სიკვდილი მეფობდა, სიცოცხლე მეფობს, სადაც იყო წუხილი, არის ნუგეში. იესომ თავისი ჯვარცმით აზრი შესძინა ჩვენს ტანჯვებს. ვილოცოთ, რათა ეს მოწყალე განკურნება გავრცელდეს მთელს დედამიწაზე. გისურვებთ ყველას ნათელ, მშვიდობიან და წმიდა აღდგომას“!





წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page