top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს სამძიმარი ბულგარეთის საპატრიარქოს

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ნეოფიტის გარდაცვალების გამო, წმინდა მამა ფრანცისკემ ბულგარეთის საპატრიარქოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 


“მისი უწმინდესობა ნეოფიტი ასრულებდა ევანგელიზაციისა და დიალოგის უძვირფასეს მისიას. იგი იყო რწმენის ადამიანი. მიუხედავად მრავალი ტანჯვისა, ბოლომდე დარჩა სიხარულისა და თავმდაბლობის ეტალონად, ცხოვრებისეულ მაგალითად, ღვთისა და ეკლესიისადმი შეწირულ ადამიანად. მორწმუნე ქრისტიანებისათვის სიკვდილი მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში გადასვლაა. ჩვენი ლოცვის იმედი იმაში მდგომარეობს, რომ მისი უწმინდესობა ნეოფიტი ცხოვრობს იქ, სადაც არ არის არც სნეულება და არც წუხილი”.

 

პაპი ფრანცისკე ლოცვებში უფალს მიანდობს წმინდა სინოდსა  და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრს, „რათა იესო ქრისტემ, რომელიც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, აღავსოს მათი გულები ნუგეშითა და სიმშვიდით“.

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

 

 

bottom of page