პაპი დაეხმარა ხანდაზმულ მღვდელს, რომელიც სიცხისგან შეუძლოდ გახდა
- 5 minutes ago
- 1 min read
წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული გენერალური აუდიენციის დროს, ხანდაზმულ მღვდელი, სავარაუდოდ სიცხისგან შეუძლოდ გახდა. მას დახმარება პაპმა ლეონ XIV-მ გაუწია.

იტალიურმა მედიამ ამ სცენის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
მღვდელი სხვებთან ერთად რიგში ელოდებოდა პაპს, რათა ვატიკანში გენერალური აუდიენციის დასასრულს მასთან მისულიყო და ხელი ჩამოერთვა. სასულიერო პირი გონებადაკარგული დაეცა, რაც პაპმა რამდენიმე მეტრის დისტანციიდან დაინახა.
ლეონ XIV მაშინვე ჩამოვიდა გადახურული პოდიუმის კიბეებიდან და მღვდლის დასახმარებლად გაეშურა. მან გაარკვია რა მოხდა, შემდეგ კი მღვდლის გვერდით საკმაო ხნით მუხლებზე იდგა.
ვატიკანის პერსონალმა მამაკაცს მაშინვე გაუწია პირველადი დახმარება. მღვდელი წმიდა პეტრეს მოედნიდან სავარძლით გაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა პაპი თავის ადგილზე, რათა აუდიენციის მონაწილეებთან მისალმება გაეგრძელებინა.
ექიმების თქმით, მღვდელი შეუძლოდ სიცხის გამო გახდა, მას გაეწია პირველადი დახმარება და მალევე თავს კარგად გრძნობდა.
შოთა გიქოშვილი




Comments