პაპი ლეონ XIV ევროკავშირის ეპისკოპოსებს შეხვდა
- catholic.ge
- 57 minutes ago
- 1 min read
პაპი ლეონ XIV ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიის (COMECE) წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიენციის ფარგლებში, ეპისკოპოსებმა პაპთან ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს, მათ შორის — ომი უკრაინაში, ხელოვნური ინტელექტი და მიგრაცია.
ევროკავშირის ეპისკოპოსების წარმომადგენლებმა პაპთან აუდიენცია ჯერ კიდევ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებამდე მოითხოვეს. მათ ეგონათ, რომ შეხვედრა გაუქმდებოდა და ვერ შედგებოდა.
„გასულ კვირას, ვესაუბრეთ პაპის სახლის პრეფექტურას და ვუთხარით, რომ კვლავაც მზად ვართ აუდიენციისთვის. და პასუხი იყო მყისიერი: ‘დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ აუდიენცია,’ და ძალიან გახარებულები ვიყავით. ეს იყო სიურპრიზი", –ჰყვება მამა მანუელ ენრიკე ბარიოს პრიეტო, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიის (COMECE) გენერალური მდივანი.
ამასთან, ეპისკოპოსმა ეს შეხვედრა „საჩუქრად“ შეაფასა, რადგან „პაპ ლეონის პონტიფიკატის დასაწყისში, ამ აუდიენციის მიღება იყო შესაძლებლობა წარმოგვედგინა ჩვენი საქმიანობა და გვეჩვენებინა, რას ვაკეთებთ როგორც ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისია,“ ასევე – „მოგვესმინა მისი აზრი, თუმცა ამ პირველ აუდიენციაზე მას ჩვენი მოსმენა უფრო უნდოდა, ვიდრე რამის თქმა. შეხვედრაზე თითოეულს ჰქონდა საშუალება ესაუბრა, აეხსნა, გაეზიარებინა შეშფოთება, და პაპი თითოეულს ყურადღებით უსმენდა.“
COMECE-ს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტები. მისი თქმით, „ომი უკრაინაში და მშვიდობა იყო ძირითადი საკითხები,“ თუმცა განხილულ იქნა სხვა თემებიც, როგორიცაა ოჯახი, ხელოვნური ინტელექტი, მიგრაცია და თავშესაფარი.
„ეს იყო შთაგონება, შემიძლია ვთქვა, და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი", – განაცხადა ეპისკოპოსმა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentarios