top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV პირველ კონსისტორიუმს მოიწვევს

წმიდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, კონსისტორიუმი ანუ პაპისა და კარდინალების შეკრება 2026 წლის 7 და 8 იანვარს გაიმართება. ეს ორი დღე ლოცვას, რეფლექსიასა და კომუნიკაციას მიეძღვნება, რათა პაპს მხარდაჭერა გამოუცხადონ და რჩევები შესთავაზონ.

 

ree

ახალი წელი ეკლესიაში დაიწყება თანაზიარების, რეფლექსიის, აზრების გაცვლისა იმედის საიუბილეო წლის დასრულებით, რომლის დროსაც, 6 იანვარს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში წმიდა კარები დაიხურება. როგორც გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, 2026 წლის 7 და 8 იანვარს პაპი ლეონ XIV თავისი პონტიფიკატობის პერიოდში პირველ რიგგარეშე კონსისტორიუმს მოიწვევს.


„შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს „ერთობლივი რეფლექსიის ხელშეწყობას, წმიდა მამისთვის მხარდაჭერის გამოცხადებასა და რჩევებს მისი მაღალი და რთული პასუხისმგებლობის - საყოველთაო ეკლესიის მართვის შესრულებაში“.


კონსისტორიუმი მიზნად ისახავს „რომის ეპისკოპოსსა და კარდინალებს შორის თანაზიარების განმტკიცებას, რომლებიც მოწოდებულნი არიან განსაკუთრებული ფორმით ითანამშრომლონ და იზრუნონ საყოველთაო ეკლესიის კეთილდღეობისთვის“


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page