top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლისაბონსა და ფატიმას მოილოცავს



2023 წელს, მსოფლიო ახალგაზრდული ფორუმი პორტუგალიაში ლისაბონში ჩატარდება.

„წმინდა მამამ პორტუგალიის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიწვევა მიიღო და 1-6 აგვისტოს იგი ლისაბონის გარდა, ფატიმას სანქტუარიუმს მოილოცავს“, - განაცხადა ვატიკანის პრესსამსახურის უფროსმა.


პაპი ფრანცისკე უკვე მეორედ მოილოცავს ღვთისმშობლის სანქტუარიუმს, რომელსაც ყოველ წელს,მთელი მსოფლიოდან ასიათასობით მომლოცველი სტუმრობს. ფატიმაში პირველად პაპი 2017 წლის მაისში,ღვთისმშობლის გამოცხადების ასი წლისთავზე ჩავიდა.


მსოფლიო ახალგაზრდული დღეები პაპ ფრანცისკეს მონაწილეობით მეოთხედ გაიმართება. იგი პაპის ტიტულით დაესწრო ბრაზილიაში (2013), პოლონეთსა (2016) და პანამაში (2019) გამართულ ახალგაზრდულ ფორუმებს.


თავდაპირველად, მსოფლიო ახალგაზრდული დღეები პორტუგალიაში 2022 წლისთვის დაიგეგმა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიწია.


“იქონიეთ იმედი, იმიტომ რომ ასეთ დღეებში ადამიანი ძალიან იზრდება. ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ყველაფერი გულში რჩება. ფასეულობების შეძენა, შეხვედრები - ეს ყველაფერი რჩება ჩვენს გულებში. ასე, რომ იარეთ წინ”, - მოუწოდა ახალგაზრდებს რომის ეპისკოპოსმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page