პაპი ლოცულობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისთვის
- catholic.ge
- Sep 18, 2022
- 1 min read
საკვირაო გამოსვლისას, პაპმა ფრანცისკემ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირების მსხვერპლთათვის ილოცა და მხარეებს დიალოგისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

კვირას, ლოცვის შემდეგ, წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებთან პაპმა ფრანცისკემ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, გამოხატა სულიერი სიახლოვე დაღუპულთა ოჯახებთან. მან ორივე მხარეს მოუწოდა პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტას სამშვიდობო შეთანხმების გათვალისწინებით.
„არ დაგვავიწყდეს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, როცა იარაღი ჩუმდება და დიალოგი იწყება! მოდით, გავაგრძელოთ ლოცვა უკრაინის ტანჯული ხალხისთვის და მშვიდობისთვის, ომის შედეგად სისხლით მორწყულ ყველა ქვეყანაში“.
სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კვლავ გაძლიერდა. რუსეთის შუამავლობის შემდეგ, ორ მხარეს შეერთებული შტატები და ევროკავშირი დიალოგისკენ მოუწოდებენ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, თავდასხმებისას ორივე მხრიდან სულ მცირე 200 ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს თავიანთი ტერიტორიების დაბომბვაში კვლავაც ადანაშაულებენ.
ზავის წყალობით ფაქტობრივად იარაღი დუმს, მაგრამ საკითხი, რომელიც ეხება 1991 წელს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ რეგიონად გამოცხადებას, გადაუჭრელი რჩება.
თაკო ფეიქრიშვილი
Commenti