პაპი მორწმუნეებს განსაკუთრებული ლოცვისკენ მოუწოდებს
- catholic.ge

- Sep 27
- 1 min read
პეტრეს მოედანზე, ტრადიციულ აუდიენციაზე შეკრებილ მორწმუნეებთან პაპმა ლეონ XIV–მ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„ძვირფასო ძმებო და დებო, მალე დადგება ოქტომბერი, თვე, რომელიც ეკლესიაში განსაკუთრებულად ეძღვნება წმიდა სავარდს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ოქტომბრის თვის ყოველ დღეს ილოცოთ „სავარდის“ ლოცვა მშვიდობისთვის – ინდივიდუალურად, ოჯახებსა და ტაძრებში“.
პაპმა ვატიკანის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ „სავარდი“ ყოველდღიურად საღამოს 19.00 საათზე წმიდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინონ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 11 ოქტომბერს, საღამოს 18.00 საათზე, წმიდა პეტრეს მოედანზე, პაპ ლეონ XIV - სთან ერთად სავარდი აღევლინება.
პაპმა აღნიშნა, რომ ეს იქნება ღვთისმშობლის სულიერების იუბილე და ასევე ვატიკანის მეორე კრების გახსნის 60 წლისთავი.
შოთა გიქოშვილი







![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)

Comments