top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი მსახიობ სილვესტერ სტალონეს შეხვდა

პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო ამერიკელი ვარსკვლავი, მსახიობი და რეჟისორი სილვესტერ სტალონე.


მსახიობი პაპს ვატიკანში, სამოციქულო სასახლეში ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მისი ძმა ასევე მსახიობი და მუსიკოსი, ფრენკ სტალონე, მეუღლე ჯენიფერ ფლავინი; და მათი სამი ქალიშვილი: სოფი, სისტინი და სკარლეტი.


ვატიკანმა შეხვედრის ფოტოები გაავრცელა, მაგრამ შეხვედრის დეტალები არ მიუთითა.


Vatican News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ პაპი ფრანცისკე ხვდება სტალონეს და ეუბნება: „ჩვენ თქვენი ფილმებით გავიზარდეთ“. სტალონემ, ხუმრობით მუშტები მოიმარჯვა დაუპასუხა: „მზად ვარ, ბოქსისთვის!“


77 წლის სტალონე და მისი ძმა იტალიაში ჩამოვიდნენ, რათა ბარისთან ახლო მდებარე ქალაქ - კომუნა ჯოია დელ კოლეს საპატიო მოქალაქეობა მიიღეს, სწორედ ამ ქალაქიდან იყვნენ მათიწინაპრები იყვნენ.


სილვესტერ სტალონემ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ფილმებიდან “როკი ბალბოა” და “რემბო”.

2007 წელს ‘ეროვნულ კათოლიკურ რეესტრთან’ ინტერვიუზესტალონემ თქვა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს,მისი ქალიშვილის დაბადება მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი აღმოჩნდა მისი კათოლიკური რწმენისთვის.


„როდესაც ჩემი ქალიშვილი ავადმყოფი დაიბადა და მივხვდი, რომ აქ ნამდვილად მჭირდებოდა დახმარება, ყველაფერი ღვთის ხელს მივანდე – მივენდე მის ყოვლისშემძლეობას, ყოვლისმომცველ მიტევებას“, - თქვა მან.


როგორც მაშინ ‘ეროვნულ კათოლიკურირეესტრინ’ წერდა, სტალონე კათოლიკედ აღიზარდა, მაგრამ წლების შემდეგ, მან ეკლესიაში სიარული შეწყვიტა, შემდგომში კი თავი კვლავ ეკლესიაში მიმავალ კათოლიკედ მიიჩნია.


„[ეს] მაყენებს იქ, სადაც უნდა ვიყო“, - თქვა „რემბოს“ რეჟისორმა და აღნიშნა, რომ რწმენაში დაბრუნებამდე, „მარტო ვიყავი მსოფლიოში. მე მეგონა, რომ საქმეების ჩემი გზით მოვაგვარებდი."



catholic.ge


bottom of page