top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე ერაყში ვიზიტისთვის მორწმუნეებს ლოცვას სთხოვს


3 მარტს, პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს ყველა მორწუმენეს სთხოვა ილოცონ მისი ერაყში სამოციქულო ვიზიტისათვის.


წმიდა მამამ განაცხადა:


„ღვთის წყალობით, ზეგ გავემგზავრები ერაყში სამდღიანი ვიზიტით. დიდიხანია, რაც მრავალტანჯულ ერაყელ ხალხთან შეხვედრა მსურს. მსურს შევხვდე აბრაამის მიწაზე არსებულ მოწამეობრივ ეკლესიას. სხვა სასულიერო ლიდერებთან ერთად, გადავდგამთ წინ კიდევ ერთ ნაბიჯს მორწმუნეთა შორის ძმობის საქმეში. გთხოვთ, ილოცოთ ჩემი სამოციქულო მოგზაურობის დროს, რათა ეს ვიზიტი იყოს საუკეთესო და გამოიღოს სასურველი ნაყოფი. ერაყელი ხალხი გველოდება, იგი ელოდებოდა იოანე პავლე მეორესაც, რომელსაც აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. ჩვენ არ გვაქვს უფლება იმედი გავუცრუოთ ხალხს, როგორც ეს მაშინ მოხდა (ერაყის მთავრობის მხრიდან აკრძალვის გამო). ვილოცოთ, რომ ეს მოგზაურობა წარმატებული იყოს“.


წყარო: sib-catholic.ru

ერაყის სახელმწიფოსა და ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის მოწვევით, 2021 წლის 5-8 მარტს პაპი ფრანცისკე ერაყს ოფიციალური სამოციქულო ვიზიტით ეწვევა.


პაპის ერაყში ვიზიტის პროგრამა ცნობილია. 5-8 მარტს იგი ნაჯაფეში, ურეში, ერბილეში, მოსულსა და ყარაყოსში შეჩერდება. დაგეგმილია ოთხი გამოსვლა, ორი ქადაგება და ლოცვა ომში დაღუპულთა სულებისათვის.


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page