top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკეს მსოფლიოს 7 000 ბავშვს შეხვდა

“ყოველთვის ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით, რადგანაც ყოველ ჯერზე თქვენგან რაღაც ახალს ვსწავლობ”, - უთხრა პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს 84 ქვეყნიდან მასთან შესახვედრად შეკრებილ ბავშვებს.

პაპისა და მსოფლიო ბავშვთა შეხვედრა 6 ნოემბერს, ვატიკანში, პაპ პავლე VI - ის დარბაზში შედგა, მასშიმონაწილეობდა 7 000ბავშვი 84 ქვეყნიდან. შეხვედრის თემა იყო: “ვსწავლობთ ბიჭებისადა გოგონებისგან”.


"ვისურვებდი, ყველას სათითაოდ მივსალმებოდი, თუმცა რადგანაც ამდენი ხართ, ყველას ერთად მოგმართავთ და თქვენი მეშვეობით, მივმართავ ყველა ბიჭსა და გოგონას მთელს მსოფლიოში, რათა მოგიტანოთ ღვთისა და ეკლესიის მფარველობა“, – აღნიშნა პაპმა.


საუბრისას, პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, „მართალია ბავშვები საჭიროებენ წინ გაძღოლას, რათა შეიმეცნონსხვადასხვა რეალობა, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ თავად გახდნენ მეცნიერებაში ისეთი მაგალითი, როგორზეც ზრდასრულები ოცნებობენ“.


ამ შეხვედრაზე წმინდა მამამ ორ მიმართულებაზეგაამახვილა ყურადღება. ესენია:უბრალოებაში გამოხატული სიცოცხლის სილამაზე და ერთად ყოფნის სასწაული.


პაპის გზავნილში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ეკლესია უნდა იქცეს სახლად, სადაც ყველა შეძლებს ერთად ცხოვრებას და საკუთარი სიცოცხლით სიხარულს. ის ადამიანებისთვის ღვთის საჩუქრადაც იქცევა.


წმინდა მამამ ყურადღება გაამახვილა იმ ბავშვებზე, რომლებსაც შეეხოთსიღარიბის ტრაგედია, ავადმყოფობები, შიმშილი, ბუნებრივი კატასტროფები და ომები.

პაპმა თავისი მონოლოგი შეამოკლა, და მას დიალოგის ფორმა მისცა. პასუხობდა ბავშვებისმიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიცეხებოდა ბუნებრივ გარემოს, ომებსადა მშვიდობას. შეკრებილებს ასევე სხვა საკითხებიც აინტერესებდათ. მაგალითად, რა სიზმრებს ნახულობს პაპი, ანდა ვინ არის მისი მეგობარი. პასუხების გაცემის შემდეგ პაპმა ილოცა ბავშვებთან ერთად სხვა, ტანჯული ბავშვებისათვის მთელს დედამიწაზე.


შოთა გიქოშვილი


bottom of page