პაპის ავტოგრაფიანი ჩოგანი 500 ღარიბი ოჯახის მხარდასაჭერად
- catholic.ge
- May 12, 2023
- 1 min read
5 მაისიდან აუქციონზე იყიდება ე.წ. “სოლიდარობის ჩოგანი”, რომელზეც დატანილია პაპ ფრანცისკეს ხელმოწერა. მიღებული თანხა გადაერიცხება წმინდა მართას სახელობის ვატიკანის პედიატრიულ კლინიკას, რომელიც დაეხმარება 500 მოწყვლად ოჯახს და მათ მცირეწლოვან შვილებს. ფსონები მიიღება ესპანური ბრენდის. “Bullpadel”- ის სოციალურ არხებზე, რომელმაც ჩოგანი დაამზადა და წამყვანი ჩოგბურთელების დახმარებით გაყიდვაში ჩაუშვა.

აღნიშნული საქველმოქმედო ინიციატივა “სოლიდარობის ჩოგანი” ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასა და წმინდა საყდრის მულტისპორტულ ასოციაციას Athletic Vaticana -ს ეკუთვნის. პაპმა ფრანცისკემ მხარი დაუჭირა ინიციატივას და 26 აპრილს, პირად აუდიენციაზე მიიღო ორგანიზატორები. წმინდა მამამ აკურთხა ჩოგანი და მასზე ავტოგრაფი დატოვა. ჩოგნის დიზაინზე რომაელი მხატვარი, ბარბარა სალვუჩი მუშაობდა.
აუქციონზე გატანილი “სოლიდარობის ჩოგანი” წმინდა მამას გადასცა ჩოგბურთში არგენტინელმა მსოფლიო ვიცე ჩემპიონმა და მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, დელფინა ბრეამ. 23 წლის წინ, დელფინა ბრეა ჯერ კიდევ ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსმა ხორხე მარიო ბერგოლიომ მონათლა წმინდა იოსების ტაძარში. 23 წლის შემდეგ, სასულიერო პირი და სპორტის ოსტატი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც პაპმა საქველმოქმედო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
“საქველმოქმედო ჩოგნის დამსახურებით, რომელიც ჩემი სამუშაო და გატაცებაა, მე კვლავ შევხვდი პაპ ფრანცისკეს. ამ ინიციატივის მეშვეობით, ჩოგანს, რომლითაც დახმარება გაეწევა წმინდა მართას სახელობის კლინიკის მოწყვლად ოჯახებს, გაცილებით მეტი მხარე აქვს, ვიდრე ორი. თუ ითამაშებ გუნდურად, მხედველობიდან არ გამოგეპარება ყველაზე მოწყვლადი, უკან დარჩენილი ადამიანები. მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების დახმარება არა ვალდებულება, არამედ პრივილეგიაა”,- განაცხადა დელფინა ბრეიმ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments