top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის გზავნილი Traditionis Custode რეფორმამდელი ლიტურგიის გამოყენების შესახებ



სამოციქულო გზავნილი

გამოცემულია უმაღლესი პოტნიფიკის, ფრანცისკეს სურვილით


“Traditionis Custode”


რომაული ლიტურგიის გამოყენების შესახებ

1970 წლამდერეფორმა


ტრადიციის მიმდევარი ეპისკოპოსები, რომის ეპისკოპოსთან თანაზიარებით, წარმოადგენენ ცაკლეული ეკლესიების ერთობის ხილულ საფუძველსა და საწყისს. სულიწმინდის წინამძღვრებით, სახარების ქადაგებითა და ევქარისტიის აღვლენის მეშვეობით, ისინი ხელმძღვანელობენ მათდამი მინდობილ ცალკეულ ეკლესიებს.


იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ეკლესიის ერთიანობასა და თანხმობას, ჩემმა წინამორბედებმა, წმინდა იოანე პავლე II-მ და ბენედიქტე XVI-მ, მამობრივი ზრუნვით მათდამი, ყველა რეგიონში, სადაც ვატიკანის მეორე კრების მიერ განხორციელებულ რეფორმამდელ ლიტურგიულ ფორმებსმისდევენ, წარადგინეს და რეგლამენტირებულ ჰყვეს, 1962 წელს, წმინდა იოანე XXIII-ის მიერ გამოცემული რომაული კონდაკის გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი ხერხით, მათ განიზრახეს ხელი შეეწყოთ თანაზიარებისთვის იმ კათოლიკეების მიმართ, რომლებიც გრძნობენ, რეფორმამდელი ლიტურგიის უფრო ადრეული წესებისადმი მიდრეკილებას და არა სხვების მიმართ.


ჩემი წინამორბედის, ღირსი ბენედიქტე XVI-ის ინიციატივა, გულისხმობდა Motu Proprio summorum pontificum -ის მიღებისა და შეფასებისათვის ეპისკოპოსების მოწვევას. იგი განხორციელდა გამოცემიდან სამი წლის შემდეგ. 2020 წელს, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ, ჩაატარა ძირეული კონსულტაციები ეპისკოპოსებთან, რისი შედეგიც, ამ სამ წელიწადში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ზედმიწევნით იქნა შესწავლილი.


ახლა კი, ეპისკოპოსების მიერ ფორმულირებული სურვილების გადახედვითა და რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის მოსაზრების მოსმენით, მსურს, რომ აღნიშნული სამოციქულო გზავნილით, უფრო მეტად გავაძლიერო ეკლესიის თანაზიარების მუდმივი ძიება, ამიტომაც, გონივრულად ჩავთვალე დავამტკიცო ქვემოთ მოყვანილი პუქტები:

  1. ვატიკანის მეორე კრების თანახმად, წმინდა პაპების, პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ის მიერ გამოცემული ლიტუგიული წიგნები, რწმენის კანონის, (lux orandi). რომაული წესის ერთადერთი გამოვლინებაა.

  2. ეპარქიის ეპისკოპოსს, როგორც მმართველს, დამცველსა და შემნახველს, მისდამი მინდობილი ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრებისა, ეკუთვნის თავის ეპარქიაში წმინდა რიტუალების რეგლამენტაცია. ამიტომაც, თავისი უმთავრესი კომპეტენციის ფარგლებში შედის, ნება დართოს ეპარქიაში გამოყენებულ იქნას, 1962 წელს, წმინდა საყდრის დირექტივების შესაბამისად გამოცემული Missale Romanum.

  3. ეპარქია, სადაც ამჟამად არსებობს ერთი ან რამდენიმე ჯგუფი და აღევლინება ღვთისმსახურება, 1970 წლის რეფორმის წინარე კონდაკით– ეპისკოპოსი:

§1. უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არსებული ჯგუფი ან ჯგუფები არ უარყოფენ ვატიკანის II კრების მიერ მიღებული ლიტურგიული ფორმების ნამდვილობას, ლეგიტიმურობასა და უმაღლესი პონტიფიკის სწავლებას.


§ 2. უნდა განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ადგილი, სადაც აღნიშნულ ჯგუფებში შემავალი მორწმუნეები შეიკრიბებიან ევქარისტიის აღსავლენად (თუმცა არა სამრევლოს ტაძრებში და არ უნდა დაუშვას ახალი, პერსონალური საკრებულოების შექმნა).


§ 3. აღნიშნულ ადგილებში, სადაც ნება მიეცემათ ევქარისტიის აღვლენისა, უნდა დადგინდეს დღეები, როცა გამოიყენებენ 1962 წელს, წმინდა იოანე XXVI-ის მიერ გამოცემულ რომაულ კონდაკს, აღნიშნულ ღვთისმსახურებებში ბიბლიური საკითხავები უნდა იქნას წაკითხული ადგილობრივ ენაზე, სადაც გამოყენებული იქნება ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ დამტიკცებული, ლიტურგიისათვის გამოსაყენებელი წმინდა წერილის თარგმანი.


§ 4. უნდა დანიშნოს მღვდელმსახური, რომელიც, როგორც ეპისკოპოსის წარმომადგენელი, იქნება პასუხისმგებელი ამ ჯგუფის ან ჯგუფების ღვთიმსახურებაზე და იზრუნებს მათზე. აღნიშნული მღვდელმსახური უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის შესრულებისთვის მომზადებული, უნდა შეეძლოს Missale Romanum - ის გამოყენება. აღნიშნულ პასუხისმგებლობაზე დადგენილ მღვდელს, გულში არა მხოლოდ ლიტურგიის ღირსეულად აღვლენის გრძნობა უნდა ჰქონდეს, არამედ უნდა ზრუნავდეს სამწყსო ზრუნვით მორწმუნეების სულიერებაზე.


§ 5. უნდა შეუდგეს შესაბამის შემოწმებას იმ პერსონალური საკრებულოებისა, რომლებიც კანონიკუარდ იქნა დადგენილი მორწმუნეთა სასიკეთოდ, არის თუ არა იქ სულიერი ზრდა და შეაფასოს, შეინარჩუნოს თუ არა მოცემული საკრებულო.


§ 6. უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ გასცეს ნებართვა ახალი ჯგუფების შექმნისათვის.


4. მღვდელმსახურნი, რომლებიც ხელდასხმულ იქნებიან Motu Proprio-ს მოცემული გამოცემის შემდგომ და მოისურვებენ აღავლინონ ღვთისმსახურება, 1962 წელს გამოცემული Missale Romanum-ით, ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს ეპიარქიის ეპისკოპოსს, ეპისკოპოსმა კი თავის მხრივ ნებართვის გაცემამდე უნდა გაიაროს კონსულტაცია წმინდა საყდართან.

5. მღვდელმსახურნი, რომლებიც უკვე აღავლენენ 1952 წელს გამოცემული Missale Romanum-ით ღვთისმსახურებას, უნდა ითხოვონ ნებართვა ეპარქიის ეპისკოპოსისგან აღნიშნულის გამოყენების გაგრძელების შესახებ.

6. პაპის კომისიის მიერ შექმნილ სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებასა და ბერ–მონაზონთა ინსტიტუტებს, Ecclesia Dei,–ს, მიენიჭება,სამოციქულო ცხოვრების საზოგადოება და ბერ–მონაზონთა ინსტიტუტების კონგრეგაციის კომპეტენცია.

7. საღვთო მსახურების, საიდუმლოთა დისციპლინის, სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებისა და ბერ–მონაზონთა ინსტიტუტების კონგრეგაციებმა, თავიანთი განსაკუთრებული კომპეტენციების ფარგლებში, უნდა განახორციელონ წმინდა საყდრის ძალაუფლება, აღნიშნული მდგომარეობების დაცვით.

8. წინარე ნორმები, ინსტრუქციები, ნებართვები და წესები, რომლებიც არ შეესაბამება არსებული Motu prorio-ს მდგომარეობას, გამოცხადდეს გაუქმებულად.


ვბრძანებ, რომ ყველაფერი, რაც გამოვაცხადე სამოციქულო გზავნილში Motu prorio აღნიშნული ფორმით, (საკუთარი ნებასურვილით), დაცულ იქნას ყველა მის ნაწილში, იმის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს საწინააღმდეგო. მაშინაც კი, თუ ეს იმსახურებს განსაკუთრებულ შეხსენებას.


ვადგენ, რომ იგი გამოიცეს პუბლიკაციის მეშვეობით ყოველდღიურ გაზეთში L’Osservatore Romano. დაუყონებლივ შევიდეს ძალაში და შედეგად გამოიცეს წმინდა საწყდრის ოფიციალურ კომენტარებში Acta Apotolicae Sedis.


გამოცემულია რომში, წმინდა იოანე ლატერანელის ბაზილიკაში 2021 წლის 16 ივლისს, მიძღვნილია კარმელის ღვთისმშობლის, ქალწული მარიამის ლიტურგიული ხსოვნისაადმი. ჩემი პონტიფიკატობის მეცხრე წელს.


ფრანცისკე


–––––––––––––––––––––

შოთა გიქოშვილი












bottom of page