top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელმა არქიეპისკოპოსის ტიტული მიიღო

პაპის ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელმა არქიეპისკოპოსის ტიტული მიიღოდა რეკანატის ტიტულარულ ეპისკოპოსად დაინიშნა.

დიეგო ჯოვანი რაველი, რომელიც პაპის მიერ აღვლენილ ლიტურგიულ ცერემონიალებს უძღვება და ამავდროულად, სიქსტის კაპელას ხელმძღვანელია, რეკანატის ტიტულარულ ეპისკოპოსად დანიშნა და პაპმა მას არქიეპისკოპოსის ტიტული უბოძა.


დიეგო რაველი 1965 წლის 1 ნოემბერს ლაცატაში, მონზასა და ბრიანზას პროვინციაში დაიბადა. 1991 წელს მღვდლად დაასხეს ხელი საზოგადოებრივ კლერიკალურ საზოგადოებაში “ჯვარცმული ქრისტეს მღვდლები”.


დაამთავრა რომში, პაპის სალელთა ინსტიტუტის, მეთოდოლოგიური პედაგოგიკის ფაკულტეტი, ხოლო დისერტაცია დაიცვა წმინდა ლიტურგიის განხრით პაპის, ათენეუმის სან-ანსელმო - ინ - ურბეს ინსტიტუტში.


1998 წლიდან მუშაობდა სამოციქულო ელემოსინარიის თანამშრომლად, ხოლო 2013 წლიდან მისი ხელმძღვანელი გახდა.


2006 წლიდან წლამდე მსახურობდა პაპის სადღესასწაულო ლიტურგიის ცერემონიალის დამხმარედ, 2021 წელს კი პაპმაფრანცისკემ პაპის სადღესასწაულო ლიტურგიის მაგისტრად და სიქსტის სამუსიკო კაპელის ხელმძღვანელად დანიშნა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page