top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის მილოცვა იტალიის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მიტროპოლიტს


იტალიის მართლმადიდებელი ეკლესიის (კონსტატინოპოლის პატრიარქატის) ახალ მიტროლპოლიტს პაპმა ფრამცისკემ მილოცვის წერილი გაუგზავნა. იგი სამხრეთ ევროპის ექზარქოსს, პოლიკარპე სტავროპულოსს ულოცავს აღნიშნულ პოსტზე ინაუგურაციას, რომელიც ვენეციაში სან ჯორგო დელა გრეჩას საკათედრო ტაძარში შედგა.


„მთელი გულით ვუერთდდები თქვენი და ყველა მორწმუნის საზეიმო მოვლენას და ვთხოვ ზეციერ მამას, რომელიც ყოველი სიკეთის წყაროა, მოგმადლოთ უხვი მადლი თქვენ და ყველა მღვდელმსახურს. მე მჯერა, რომ ჩვენ, კათოლიკეები და მართლმადიდებლები შევძლებთ ერთობლივად მივუძღვნათ ჩვენი მსახურება ყველაზე სუსტ და ჩაგრულ ხალხს, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეულ ამ მძიმე პერიოდში და ღვთის დახმარებით, უკვე დაწყებულ ერთობას ხილულად ვაქცევთ“.- წერს წმიდა მამა.


ინტრონიზაციის შემდეგ, მიტროპოლიტი პოლიკარპე მიესალმა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა განვლილ გზაზე ქრისტეს ეკლესიის მსახურების პერიოდზე. იერარქი დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმის შემდეგ მრავალი წელი იტალიაში მსახურობდა. 2007 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და აყვანილ იქნა ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტის ხარისხში. საუბრისას, მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა ხმელთაშუა ზღვის აუზში, თავისი სამწყო მსახურების პროგრამის ძირითად პუნქტებს.


მან ამ პოსტზე ჩაანაცვლა მიტროპოლიტი გენადი ზერვოსა, რომელიც 2020 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. იგი ამ წელს იტალიის ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიის სინოდმა აირჩია. აღნიშნული ეკლესია იმყოფება კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის დაქვემდებარებაში.


ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ ავტსრიის (კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს) მიტროპოლიტი, უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზაქროსი არსენი, კვიპროსისი მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ქრსიზოსტომი და კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი იოანე. ასევე ესწრებოდნენ ვენეციის პატრიარქი (კათოლიკე ეკლესიის) მისი აღმატებულება ფრანჩესკო მორალია, ქრისტიანთა ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს მდივანი მისი აღმატებულება ბრაიან ფარელი, რომელმაც წაიკითხა წმინდა მამის მილოცვის წერილი და იტალიის ეპისკოპოსთა კოლეგიის მეთაური მისი აღმატებულება ამბროჯიო სპრეაფიკო. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და კონსულები, იტალიის მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ეკლესიის ორგანიზაციები, ასოციაციები, დელეგატები, მორწმუნეები და მომლოცველები.


მიტროპოლიტ პოლიკარპეს, მილოცვის წერილი ასევე გაუგზავნა ქრისტიანთა ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტმა კარდინალმა კურტ კოხმა. იგი წერილში საუბრობს ღვთის სიტყვის ერთობლივად გავრცელების მნიშვნელობაზე, ძმობასა და ეკლესიებს შორის აუცილებელ თანამშრომლობაზე.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page