top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის პასუხი კითხვაზე – რატომ ‘შეაქო’ იმპერიალიზმი

„რუს ახალგაზრდებთან საუბრისას, სულაც არ ვფიქრობდი იმპერიალიზმზე, მე მხოლოდ კულტურის შესახებ ვსაუბრობდი, ხოლო კულტურის გადაცემა იმპერიალიზმი არ არის“, - ასეთი პასუხი გასცა პაპმა ჟურნალისტებს, როცა მათ რუს ახალგაზრდებთან შეხვედრისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვების დაკონკრეტება სთხოვეს.



იტალიური ჟურნალის ANSA - ის ჟურნალისტმა ფაუსტო გასპერონიმ პაპს სანკტ–პეტერბურგში, რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვების შესახებ ჰკითხა.


ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოთქმული პაპის სიტყვები

საზოგადოების ნაწილმა რუსული იმპერიალიზმის განდიდებად და გარკვეულწილად, პუტინის პოლიტიკის განმეორებად მიიჩნია.


კითხვაზე, წმინდა მამამ უპასუხა, რომ მან მხოლოდ რუს კათოლიკე ახალგაზრდებს მიმართა და დასასრულს, ისევე, როგორც სხვა დროს, ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ მოუარონ წინაპრების მიერ დანატოვარ კულტურას. პაპისივე განმარტებით, იგი ამ საკითხზე სხვა ახალგაზრდულ შეხვედრებზეც საუბრობს: “დიახ, მე ‘დიადი რუსეთის’იდეაზე ვისაუბრე, ვინაიდან, რუსული მემკვიდრეობა ძალიან მდიდარია. გავიხსენოთ ლიტერატურა, მუსიკა თვით დოსტოევსკიმდე, რომელიც დღეს მომწიფებულ ჰუმანიზმზე გვესაუბრება ”, - განმარტა პაპმა.


მისივე თქმით, „დიადი რუსეთის“ ხსენებისას, არა გეოგრაფიას, არამედ გულისხმობდა იმ კულტურას, რომლის შესახებაც მან სკოლაში შეიტყო: პეტრე I, ეკატერინე II... “იყო ასევე კიდევ ერთი ნაწილი, რომლის შესახებაც შეიძლება ბოლომდე სწორი ინფორმაცია არ მქონდეს... დაე, უკეთესად ისტორიკოსებმა გვითხრან. თუმცა ეს დამატება, რომელიც იმ მომენტში თავში მომივიდა, ჩემი სკოლისდროინდელი ცოდნიდან მომდინარეობდა“, - აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა და დაამატა, რომ „რუსეთის ღრმა და ლამაზი კულტურის არაღიარება, დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების გამო, არასწორია“. მისივე თქმით, რუსეთში იყო „ბნელი წლები“, მაგრამ ამის მიუხედავად, მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი დარჩა.


პაპის ამტკიცებს, რომ მას არცერთ შემთხვევაში არ უფიქრია იმპერიალიზმის შექება: “როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, სულაც არ ვფიქრობდი იმპერიალიზმზე. ვსაუბრობდი კულტურაზე, ხოლო კულტურის გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ არის იმპერიალიზმი. კულტურა ყოველთვის არის დიალოგის წარმართვის საშუალება –ამაზე ვსაუბრობდი”, - აღნიშნა პაპმა.


“დიახ, არსებობს იმპერიალიზმის სხვადასხვა ფორმა, რომელთა მიზანია სხვებისათვის საკუთარი იდეოლოგიის თავზე მოხვევა. აქ შევჩერდები, ვინაიდან, კულტურა, რომელიც იდეოლოგიად ყალიბდება, თავისთავად იქცევა შხამად. საჭიროა განვასხვაოთ: საუბარი როდის ეხება ერის კულტურას და როდის – იდეოლოგიას, რომლებიც თავის მხრივ, ამ ერის რომელიმე ფილოსოფოსის, ან პოლიტიკოსის შთაგონებიდან წარმოდგებიან”.


პაპმა აღნიშნა, რომ იდეოლოგია შეიძლება ეკლესიაშიც არსებობდეს და დასძინა, რომ იმპერიალიზმი ძლიერდება იდეოლოგიის მხარდაჭერით. “ასევე ეკლესიაშიც უნდა ვისწავლოთ დოქტრინისა და იდეოლოგიის ერთმანეთისგან გარჩევა. ნამდვილი დოქტრინა არასდროს არის იდეოლოგია. დოქტრინა არის ფესვგადგმული წმინდანებში, ღვთის ერში, იდეოლოგია კი არის სინამდვილეს მოწყვეტილი, ადამიანებს მოწყვეტილი”.


წყარო: www.ekai.pl



შოთა გიქოშვილი


bottom of page