top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის წერილი წმინდა საყდრის დესპანს საქართველოში


წმინდა საყდრის დესპანს, საქართველოსა და სომხეთში, არქიეპისკოპოსს ჟოზე აველინო ბეტანკურს პაპმა ფრანცისკემ მოკითხვისთვის მადლობა გადაუხადა. 18 ივლისით დათარიღებულ წერილში, პაპი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს, ჯუზეპე პაზოტოსაც უგზავნის მოკითხვას.


"ძვირფასო ძმაო,

დიდი მადლობა წერილისა და კეთილი სურვილებისთვის. დავბრუნდი სანტა მარტაში და ნელ-ნელა ვჯანმრთელდები. დიდი მოკითხვა ჯუზეპეს.


უფალმა დაგლოცოთ და ღვთისმშობელმა დაგიცვათ.


ძმურად, ფრანცისკე" – წერია წერილში.


შეგახსენებთ, რომ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, პაპ ფრანცისკეს მოკითხვის წერილი გაუგზავნა წმინდა საყდრის დესპანმა, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა:

"საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის სახელით, ეპისკოპოსებისა და სამოციქულო ნუნციატურის ყველა თანამშორმლის სახელით, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სურვილს თქვენი მალე დაბრუნებისა ვატიკანში, სრულ გამოჯანმრთელებას და თქვენი ჩვეული მსახურებისადმი დაბრუნებას", – წერდა დესპანი პაპს.


ქირურგიული ოპერაცია, რომელიც პაპს სწორ ნაწლავზე ჩაუტარდა, წარმატებით დასრულდა.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page