პაპის ჯანმრთელობისთვის ვატიკანში „სავარდს“ ილოცებენ
- catholic.ge

- Feb 24
- 1 min read
24 თებერვალს, იტალიის დროით 21:00 საათზე, [თბილისის დროით 00:00 საათი] წმიდა პეტრეს მოედანზე პაპის ჯანმრთელობისთვის „სავარდი“ აღევლინება.

ლოცვას ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი გაუძღვება.
წმიდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დღეს საღამოს [24.02.2025], რომში მცხოვრები კარდინალები, რომის კურიისა და რომის ეპარქიის ყველა თანამშრომელთან ერთად, შეიკრიბებიან წმიდა პეტრეს მოედანზე საღამოს 9:00 საათზე, რათა ილოცონ „სავარდი“ პაპის ჯანმრთელობისთვის".
წმიდა პეტრეს მოედნიდან ლოცვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა Vatican News-ის ვებ– გვერდზე და სოციალური მედიის არხებზე.
ლოცვა ასევე აღევლინა ჯემელის კლინიკის წინ, სადაც წმინდა მამა გადის მკურნალობა. გარდა იტალიისა, მისი ჯამრთელობისთვის ლოცულობენ მთელს მსოფლოში, მათ შორის საქართველოს კთოლიკე ეკლესიაშიც.
შოთა გიქოშვილი







![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)

Comments