top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა კარდინალთა საბჭო განაახლა

კარდინალთა განახლებულ სიაში, ძველთან ერთად ახალი სახელებიც გამოჩნდა. ისინი პაპს საყოველთაო ეკლესიის მართვაში ეხმარებიან.



კარდინალთა საბჭოს წინა შემადგენლობას, რომელიც 2013 წლის 13 აპრილს ჩამოყალიბდა, მანდატის ვადა ამოეწურა. მასში 8 იერარქი შედიოდა, ხოლო ამ ჯგუფს 2013 წლის აპრილიდან კარდინალი პიეტრო პაროლინი დაემატა.


წესდების თანახმად, ე.წ. ვატიკანის “დიდი ცხრიანი”, პაპს უნდა დახმარებოდა საყოველთაო ეკლესიის მართვასა და სამოციქულო კონსტიტუციის “Pastor Bonus”- ის შესწავლასა და გადახედვაში. ეს უკანასკნელი დავალება ამოიწურა სამოციქულო კონსტიტუციის, “Praedicate Evangelium”- ის პუბლიკაციით, რომელმაც რეფორმა შეიტანა კურიაში.


კარდინალთა საბჭოს კომპონენტების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს, რის შესახებაც პაპმა ახალ დოკუმენტში ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გამოხატულება საეპისკოპოსო თანაზიარებაში და დახმარება წმინდა პეტრეს მსახურებაში, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მთელს მსოფლიოში გაფანტულ ეპისკოპოსებს.


პაპმა მანდატი განუახლა კარდინალთა საბჭოს 4 წევრს. ესენი არიან: პაროლინი, ომელი, გრასიასი და ამბონგო. მანდატები არ განუახლდათ შემდეგ წევრებს: მარადიაგოს, ბერტელოს და მაკსს.


კარდინალთა საბჭოს ახალ წევრებად დაინიშნნენ: ვატიკანის საგუბენატოროს ხელმძღვანელი და პაპის საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო საკითხებში, კარდინალი ფერნარდო ვეგას ალსაგა; ბარსელონის არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ჯერალდ ლაკრუა; კვებეკის (კანადა) არქიეპისკოპოსი იეზუიტი ჟან-კლოდ ჰოლერიხი და ლუქსემბურგის არქიეპისკოპოსი, სერჟიო და როშე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page