top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ლეონ XIV-მ პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღე მიულოცა

2 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია (ელია) თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამავდროულად, ამ დღეს აღინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორეს ანგელოზის დღეც.


ree

ამასთან დაკავშირებით, პაპმა ლეონ XIV–მ პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და წერილი გამოუგზავნა. წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:



"მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

 

თქვენი ზეციერი მფარველის ლიტურგიული დღესასწაული, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას სხსენების დღე, მაძლევს სიხარულით აღსავსე შესაძლებლობას, რომ გამოვხატო ჩემი სულიერი სიახლოვე, თქვენი უწმინდესობისადმი, და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, როდესაც აღნიშნავთ თქვენი სახელობის დღეს.

ვლოცულობ, რათა ზეციერმა მამამ უხვად მოგმადლოთ კურთხევანი, როგორც თქვენს მსახურებას, ისე პირადად თქვენ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, რომელიც მოგენდოთ ზრუნვად, და მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში, რომელიც "ჩვენი მშვიდობაა" (ეფეს. 2:14).

დაე, თქვენი მსახურება კვლავ იყოს ხილული ნიშანი იმ სიყვარულით სავსე ზიარებისა, რომელიც "ყველაფერს იტანს, ყველაფერს სწამს, ყველაფერს ელის, ყველაფერს ითმენს" (I კორ. 13:7), მამა ღმერთის სადიდებლად.


ძვირფასო ძმაო, გულითადი მოლოცვის განახლებით გიგზავნით ძმურ მშვიდობისმოყვარე ჩახუტებას და გულითადად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობა მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში.

 

პაპი ლეონ XIV"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქს ანგელოზის დღე სხვდასხვა რელიგიურმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის: კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა, სერბეთის პატრიარქმა

პორფირემ და სხვა.



Comments


bottom of page