top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა სინოდის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსთა სინოდი, რომელიც მხოლოდ 2023 წელს იყო დაგეგმილი, ორ ეტაპად გაიმართება. პირველი - 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო მეორე – 2024 წლის ოქტომბერში.



2021 წლის 10 ოქტომბერს, ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა ეპარქიების ეპისკოპოსთა გენერალური სინოდური ასამბლეის პირველი ეტაპი, რომელიც კონცენტრირებული იყო ურთიერთმოსმენასა და შეცნობაზე. პაპმა აღნიშნა, რომ სინოდურმა გზამ დიდი ნაყოფი გამოიღო, მაგრამ ასევე დასძინა, რომ საჭიროა უფრო მეტი დრო, რათა ნაყოფი „სრულად დამწიფდეს“.


„იმისათვის, რომ უფრო მეტი დრო დაეთმოს მშვიდად ფიქრს, დავადგინე, რომ ეს სინოდური ასამბლეა ჩატარდება ორი სესიად. პირველი - 2023 წლის 4-29 ოქტომბერს, ხოლო მეორე – 2024 წლის ოქტომბერში“.


პაპმა გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დახმარება სინოდის, როგორც ეკლესიის შემადგენელი ელემენტის უკეთ გაგების და ამავდროულად, იგი ყოველ მორწმუნეს დაეხმარება რომ სიხარულით დაამოწმონ სახარება.


სინოდის გენერალურმა სამდივნომ განაცხადა, რომ პაპის გადაწყვეტილებით ერთსა და იმავე სინოდის რამდენიმე სესიად ჩატარებას, სამოციქულო კონსტიტუცია Episcopalis Communio დასაშვებად თვლის: “ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს სურვილიდან, რომ სინოდური ეკლესიის თემა თავისი ფართო მასშტაბიანობითა და მნიშვნელობით გახდეს ხანგრძლივი განხილვის საგანი, არა მხოლოდ სინოდის ასამბლეის წევრებისთვის, არამედ მთელი ეკლესიისათვის”.


სინოდის სამდივნომ ასევე განაცხადა, რომ შეკრების ვადის გახანგრძლივება ეხმიანება მიმდინარე სინოდურ გზას, რადგან სინოდი - მოვლენა კი არა, პროცესია, რომელშიც საღვთო ერი მოწოდებულია იაროს ერთად.


„ამიტომაც, მთელი წლის განმავლობაში ორ სესიად განაწილებული სინოდი არის “მოგზაურობა მოგზაურობაში”, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს უფრო მოწიფულ ფიქრებს“.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

bottom of page