top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ რუს კათოლიკე ახალგაზრდებს მიმართა

2023 წლის 25 აგვისტოს პაპმა ფრანცისკემ ვიდეოჩართვით სანკტ-პეტერბურგში შეკრებილ კათოლიკე ახალგაზრდებს მიმართა.

catholic.ge მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გოგონებო და ბიჭებო, მშვიდობა და სიხარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დაე, იყოს თქვენთან.

სამი კვირის წინ ლისაბონში აღვნიშნეთ მსოფლიო ახალგაზრდული დღე. დღეს კი, მოხარული ვარ, რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ და ვიზიარებ რწმენისა და იმედის ამ მომენტს. მსოფლიო ახალგაზრდული დღის დევიზი იყო: “ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა” (ლუკ. 1,39). ამ დევიზთან დაკავშირებით, მინდა სამი იდეა შემოგთავაზოთ, რათა შეძლოთ ჯგუფური შეხვედრების დროს საკუთარ გამოცდილებაზე მსჯელობა.

პირველი იდეა: მოწოდება და გასვლა.

ღმერთი მოგვიწოდებს გავიდეთ, გვაგზავნის, რათა გავუდგეთ გზას. ყოველი ჩვენგანი, მარიამის მსგავსად, ღვთისგან მოწოდებულია. დიახ, მოწოდებულია ღვთისგან... არჩეული და მოწოდებული.... ჩვენ, ყველა არჩეული და მოწოდებულნი ვართ. შეეკითხეთ საკუთარ თავს: “მე? მე ვარ მოწოდებული, მე ვარ რჩეული?” დიახ. უფალმა დასაწყისიდანვე მოგვიწოდა, მოგვიწოდა სახელებით. მან მოგვიწოდა ჩვენი ნიჭების გამოვლენამდე, დამსახურებამდე, ჩვენი ბნელი მხარეების წარმოჩენამდე და ჭრილობებამდე. უპირველეს ყოვლისა, მოწოდებულნი ვიყავით სახელებით. შენ და შენ. ღმერთი არ მოდის მასებში, ღმერთი მოდის ყოველ ჩვენგანთან, პირისპირ.

უნაყოფო ელისაბედი და ქალწული მარიამი - ეს ორი დედაკაცი გახდა მოწმე. რისი მოწმეები? ღვთის განკაცებული ძალის. ღმერთი გარდაქმნის. ღვთის ამ სიყვარულით აღვსილებმა არ შეიძლება არ გაუზიარონ სხვებს. აი, რატომ ადგა მარიამი და სწრაფად წავიდა. ის უნდა ამდგარიყო და ჩქარა წასულიყო. როცა ღმერთი მოგვიწოდებს, ვერ დავრჩებით ერთ ადგილზე, უნდა ავდგეთ და ვიჩქაროთ, იმიტომ, რომ სამყარო, ძმა, ტანჯული- ის, ვინც გვერდით გვყავს და არ იცნობ, ღვთაებრივ იმედს საჭიროებს. მან უნდა მიიღოს ღვთიური სიხარული. მივიჩქარით, რათა მივუტანოთ უფლის სიხარული. ეს არის პირველი იდეა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავიდეთ ხალხში.

მეორე იდეა: ღვთის სიყვარული ყველასია და ეკლესია ყველას ეკუთვნის.

ღვთის სიყვარული შეიცნობა სტუმართმოყვარეობით. ვინაიდან, ღმერთი ყოველთვის იღებს და ქმნის. ქმნის სივრცეს, რათა ყოველმა ჩვენგანმა იპოვოს ადგილი სხვა ადამიანების გამო თავგანწივით, იყოს ყურადღებიანი სხვა ადამიანების საჭიროებებისადმი. მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და ეხმარებოდა საჭირებებში. ეს ორი დედაკაცი ახლადდაბადებული სიცოცხლისთვის, იოანე ნათლიმსცემლისა და იესოსთვის, ქმნიდნენ სივრცეს. თუმცა ისინი ასევე სხვებისთვისაც ქმნიდნენ სივრცეს, ესაუბრებოდნენ სხვებს. ეკლესია - არის გულღია დედა, რომელსაც შეუძლია მიღება და გაცემა. უპირველეს ყოვლისა, მათი მიღება, რომლებიც ამას განსაკუთრებით საჭიროებენ.

ეკლესია - მოსიყვარულე დედაა, ვინაიდან ეს ყველას სახლია, ვინც გვიყვარს, მათი სახლია ვინც მოწოდებულია. რამდენი ჭრილობის, რამდენი იმედგაცრუების განკურნებაა შესაძლებელი იქ, სადაც ადამიანი თავს მიღებულად გრძნობს. ეკლესია ჩვენ გაიგებს.

აი, რატომ ვოცნებობ ეკლესიაზე, სადაც არავინ არ არის ზედმეტი, საიდანაც არავინ არ არის განდევნილი. გთხოვთ, რათა ეკლესია არ გახდეს საბაჟო, რომელიც გადაწყვეტს ვინ შევიდეს და ვინ არა. არავითარ შემთხვევაში. კარი ყველათვის ღიაა და ყველა მოწოდებულია გაჰყვეს იესოს და თავს ხედავს ღვთის სახის წინაშე. ამ გზისთვის კი საჭიროა დამოძღვრა და საიდუმლოებები.

გავიხსენოთ სახარების ის მონაკევთი, სადაც სახლის პატრონი აგზავნის მსახურებს გზაჯვარედინზე და ეუბნება: “წადით და მოიყვანეთ ყველა”. არ დაივიწყოთ ეს სიტყვები. ეკლესია ყველასთვის არის. ეკლესია არის ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ჯანმრთელებისთვის, სნეულებისთვის, მართლებისა და ცოდვილებისთვის. აი, რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა: ყველას, ყველას, ყველასთვის.

მესამე იდეა: მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ღიაობა ერთმანეთისადმი.

ახალგაზრდებს, რომლებიც ხვდებიან ხანდაზმულებს, აქვთ საშუალება მიიღონ მათი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება და მომისმინონ მათი ისტორიები. ხოლო ხანდაზმულები ახალგაზრდებთან შეხვედირსას, მათში ხედავენ იმედით სავსე აღთქმულ მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა ისაუბროთ ხანდაზმულებთან, ელაპარაკოთ ბებიებსა და ბაბუებს. მოისმინოთ მათი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ, რომელიც ცდება ჩვენი მშობლების გამოცდილებას. ელისაბედსა და მარიამს შორის არსებული შეხვედრის ადგილი არის ოცნება. ორივე ოცნებობდა. ოცნებობენ ახალგაზრდები, ოცნებობენ ხანდაზმულები. სწორედ ოცნება, ოცნების შესაძლებლობა არის უნარი მომავლისა, რომელიც იცავდა და კვალვ იცავს თაობების ერთიანობას, რომლეის შესახებაც გვესაუბრება წინასწარმეტყველი იოველი: “თქვენი უხუცესები იხილავენ სიზმრებს, თქვენი ახალგაზრდები კი იხილავენ ხილებს”. ამრიგად, მოხუცები ოცნებობენ დემოკრატიაზე და ერის ერთობაზე, ახალგაზრდები კი წინასწარმეტყველებენ და მოწოდებულნი არიან იყვნენ დამცველნი მშვიდობისა და გარშემომყოფთა. ხანდაზმული ელისაბედი წლების სიბრძნით აძლიერებს ახალგაზრდა, მადლით აღსავსე, სულიწინდით წამძღვარებულ მარიამს.

ძვირფასო ახალგაზრდებო, არ მსურს გრძელი ქადაგების კითხვა, რადგან სამრევლოს წინამძღვების ქადაგებები მოსაწყენია ხოლმე. მოგიწოდებთ იყოთ ხიდების მშენებლები, აშენოთ თაობებს შორის ხიდები და აასრულოთ თქვენი წინამორბედების ოცნებები. თაობებს შორის ცოცხალ კავშირს ინახავს ისტორია და კულტურა.

ძვირფასო ახალგაზრდა რუსებო, მოწოდებულნი ხართ იყოთ მშენებელნი მშვიდობისა უამრავ კონფლიქტსა და პოლარიზაციას შორის, რომელიც ჩვენს სამყაროში ყველა ქვეყანას დაატყდა თავს. გისურვებთ და მოგიწოდებთ, რომ იყოთ შერიგების პაწაწუნა მარცვლების მთესველნი, რომლებიც ამ ომიანობის ზამთარში ვერ აღმოცენდებიან გაყინული ნიადაგის გამო, მაგრამ ერთ დღეს, გაზაფხულზე აღმოცენდებიან. როგორც ლისაბონში ვთქვი, გაბედეთ ჩაანაცვლოთ შიში ოცნებებით. შეცვალეთ შიში ოცნებით. ნუ იქნებით შიშებით მართულნი, არამედ იყავით ოცნების მეწარმეები. მიეცით უფლება საკუთარ თავებს ოცნებების ფუფუნებაში ყოფნისა.

ძვირფასო ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო გაგეზიარებინათ ჩემთვის თქვენი ოცნებები და იმედები, შიშები და ტანჯვები. მადლობა ბარბარას მისი ოჯახის მოწმობისთვის, მადლობა ალექსანდრეს თავისი ცხოვრების მოწმობისთვის. მადლობა ყველას იმ მოწმობებისთვის, რომლებიც აქ, ამ შეხვედრაზე გაჟღერდა. მოგიწოდებთ, მიაპყროთ მზერა მარიამს, იპოვოთ უფალი, შევხდეთ მას თქვენს გულებში და დაუყოვნებლივ მიიტანოთ ის სიხარულისა და მშვიდობის ნიშნად იქ, სადაც შორს არიან მისგან. გააკეთეთ ეს, როგორც მარიამმა თავისი მონის სიმცირით. თქვენც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ისტორია. გარისკეთ მომავლის გამო თქვენი ბებიებისა და ბაბუების ფესვებზე დაყრდნობით.

მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მიხარია, რომ შევძელი თქვენთან გასაუბრება. გიგზავნით კურთხევას და ვლოცულობ თქვენთვის. გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ ჩემთვის ლოცვას.

წყარო: press.vatican.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page