top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ ყაზახეთში ახალი ნუნციუსი დანიშნა

16 ივნისს, პაპმა ფრანცისკემ ყაზახეთში ახალი სამოციქულო ნუნციუსი, ნუნციატურის მრჩეველი, ჯორჯ პანამტუნდილა დანიშნა და იგი ფლორიანის არქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

ინდოელი იერარქი 1972 წლის 20 მაისს, ქალაქ ტრივანდრუმში დაიბადა. 1998 წლის 18 თებერვალს მღვდლად ეკურთხა და სირო - მალანკარის არქიეპარქიას მიაკუთვნეს. სამეცნიერო ხარისხი დაიცვა აღმოსავლური ეკლესიის კანონიკურ სამართალში.

2005 წლის 1–ელ ივლისს, სასულიერო პირი დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგა კოსტა-რიკას სამოციქულო ნუნციატურაში, გვინეაში, ერასა და ისრაელში. იყო სამოციქულო დელეგატი. ასევე პაპის წარმომადგენელი კვიპროსზე.


ვატიკანის დიპლომატი თავისუფლად ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და გერმანულ ენებს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page