top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ და ლიონელ მესიმ მაისურები გაცვალეს


არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პაპისგან საჩუქრად ვატიკანის სპორტული კლუბის მაისური მიიღო, რომელზეც წმინდა მამის ავტოგრაფი და კურთხევაა დატანილი. ეს იყო ერთგვარი პასუხი იმისა, როცა ოქტომბერში მესიმ პაპს, თავისი ავტოგრაფით მაისური გაუგზავნა.


არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად თამაშობს საფრანგეთის კლუბ “პარიზ სენ–ჟერმენში”.


პაპის საჩუქარი მესის ეპისკოპოსმა მანუელ გობილარმა გადასცა, რომელიც სპორტსმენების სულიერებაზე ზრუნავს, ხოლო საფრანგეთის საეპისკოპოსოში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეა პასუხისმგებელი. ეპისკოპოსი მესის შენ–ჟერმენისა და რეიმსის თამაშის შემდეგ შეხვდა, ლეოსთან ასევე იყო მისივე თანაგუნდელი და ქრისტიანული რწმენის ხმამაღლა მაღიარებელი ნეიმარი (ნეიმარ და სილვა სანტოსი). არგენტინელი თავდამსხმელი კმაყოფილი დარჩა პაპის საჩუქრით, ეპისკოპოსმა გობილარმა ილოცა მასთან ერთად ოჯახისა და მეგობრებისათვის.


“ვიცი რასაც წარმოადგენს მესი თავისი მილიონობით გულშემატკივრისთვის. იგი არის რწმენის ადამიანი.ადამიანი, რომელიც ლოცულობს”, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ეპისკოპოსმა. იგი დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრას სახარებისეული მნიშვნელობა ექნება. “მნიშვნელოვანია ეკლესია ახლოს იყოს სპორტსმენებთან”, – დაამატა ეპისკოპოსმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page