top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ქრისტიანებს ეკუმენური ლოცვისკენ მოუწოდა

Updated: Jan 17, 2023

პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს შეახსენა, რომ 18-25 იანვარს, ქრისტიანთა ერთობისათვის ტრადიციული ლოცვის კვირეულია.



ქრისტიანთა ერთობის კვირეულის ამ წლის თემაა ამონარიდი ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან: “ისწავლე სიკეთის კეთება და ეძიე სამართალი”(ეს 1,17).


“მადლი შევწიროთ უფალს, რომელსაც მოთმინებითა და ერთგულებით მიჰყავს თავისი ხალხი სრული ერთობისაკენ. შევთხოვოთ სულიწმინდას განგვანათლოს და მხარში ამოგვიდგეს. ქრისტიანთა ერთობისაკენ მიმავალი გზა და ეკლესიის მოქცევის სინოდური გზა ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და გეტყვით, რომ 30 სექტემბერს, შაბათ დღეს, წმინდა პეტრეს მოედანზე ეკუმენური ლოცვისათვის შევიკრიბებით და ვიფხიზლებთ. უფალს მივანდობთ ეპისკოპოსთა რიგით მე-16 გენერალური ასამბლეის მუშაობას. ღვთისმსახურების ახალგაზრდა მონაწილეებისათვის შაბათ–კვირის განმავლობაში განსაკუთრებული პროგრამა იქნება. მოვუწოდებ ქრისტიანული დენომინაციების ყველა ძმასა და დას, მონაწილეობა მიიღონ ღვთის ხალხის ამ შეკრებაზე”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ 15 იანვარს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page