პაპმა წმიდა ჰენრი ნიუმენი ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა
- catholic.ge

- Nov 1
- 2 min read
1–ელ ნოემბერს, ყველა წმინდანის დღესასწაულზე, პაპმა ლეონ XIV-მ აღავლინა საზეიმო წმიდა წირვა, რომელიც „განათლების მსოფლიო იუბილის“ ცენტრალურ მოვლენად იქცა. ვატიკანის ცენტრალურ მოედანზე ჩატარებული ღვთისმსახურების დროს, რომის ეპისკოპოსმა წმიდა კარდინალი, ჯონ ჰენრი ნიუმენი საყოველთაო ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა.

ქადაგებაში ლეონ XIV-მ ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის ახალი დოქტორისა და განათლების სფეროს განსაკუთრებული კავშირი:
„უდიდესი სიხარულია, ყოველი წმინდანის დღესასწაულზე, წმიდა ჯონ ჰენრი ნიუმენი ეკლესიის ახალ მასწავლებლად გამოვაცხადო და ამავდროულად, განათლების იუბილესთან დაკავშირებით, წმიდა თომა აქვინელთან ერთად იგი დავასახელო განათლების სფეროს თანამფარველად“.
პაპმა აღნიშნა, რომ ნიუმენის შთამბეჭდავი კულტურული და სულიერი მასშტაბი შთაგონებად უნდა იქცეს ახალი თაობებისათვის, რომელთა გულებიც უსასრულობისკენ ისწრაფიან. მან განათლების სფეროს მუშაკებს მოუწოდა მიჰყვნენ ამ ინგლისელი თეოლოგის მაგალითს, რათა ძიებისა და ცოდნის ბილიკებით განვლონ „ეკლიანი გზა ვარსკვლავებამდე“.
რომის ეპისკოპოსმა მომლოცველებს — პედაგოგებს, სტუდენტებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა „იმედის მოწმეები“ გახდნენ:
„ამ საზეიმო მომენტში, მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს: „გაიბრწყინეთ დღეს, როგორც ვარსკვლავებმა ამ ქვეყანაზე“ (ფილიპელ. 2, 15).
პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნათება“ მიიღწევა სიყალბის გარეშე სიმართლის ძიებით, ახალგაზრდებისადმი ერთგული მსახურებით. განსაკუთრებით გაჭირვებულთა მიმართ იმ ცნობიერებით, როგორც სამოციქულო გზავნილი Dilexi te გვასწავლის, „ქრისტიანული სიყვარული წინასწარმეტყველებს და ქმნის სასწაულებს“.
სახარებისეულ ნეტარებებზე საუბრისას, წმიდა მამამ აღნიშნა, რომმეს სწავლება არ არის მხოლოდ მცირე ნაწილი დოქტრინისა, არამედ ყველა სწავლებაზე უპირატესია, როგორც უფალი იესო ქროისტე არ არის უბრალოდ ერთ-ერთი მასწავლებელი, არამედ ერთადერთი.
„სკოლები და უნივერსიტეტები უნდა იქცნენ მოსმენისა და სახარების პრაქტიკული განხორცვიელების სივრცეებად“ – ლეონ XIV - ემ გაიხსენა თავისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს სიტყვები ადამიანის „ნიჰილიზმის ბნელეთისგან“ განთავისუფლების აუცილებლობის შესახებ, რომელიც თანამედროვე კულტურის უმძიმესი სენია და „იმედის მოკვლით“ იმუქრება. პაპმა გაიმეორე წმიდა კარდინალ ჯონ ჰენრი ნიუმენის ცნობილი ჰიმნი «Lead, kindly light» (წამიძეხ, ნაზო ნათელო).

„განათლების მიზანია გადასცეს ”ნაზი ნათელი” მათ, ვინც რჩება პესიმიზმისა და შიშის მზაკვარი ჩრდილების ტყვეობაში”.
პაპმა ადამიანებს შეახსენა სიწმინდისაკენ საერთო მოწოდების შესახებ და განათლების როლის მნიშვნელობას ხაზი გაუვა ამ მოწოდების განხროციელების საქმეში.
განათლება, ქრისტიანული თვალსაზრისით, ყოველ ჩვენგანს წმინდანად გახდომაში ეხმარება.
პაპმა მოუწოდა საგანმანათლებლო საზოგადოებებს დააფასონ ყოველი ადამიანის უნიკალური მისია და შეახსენა, რომ ცხოვრებას ნათელი ეფინება, როცა ადამიანი აცნობიერებს და ამბობს: “მე ღმერთისგან ვარ მოწოდებული, მაქვს მისია, ჩემი ცხოვრება ემსახურება გაცილებით დიადს, ვიდრე მე თავად ვარ”.
ქადაგების დასასარულს წმინდა მამამ გამოხატა იმედი, რომ კათოლიკური განათლება დაეხმარება თითოეულ ადამიანს, აღმოაჩინოს თავისი უნიკალური მოწოდება სიწმინდისაკენ, რომელიც მიეცა ყველას გამონაკლისის გარეშე, როგორც პირადი და საზოგადო გზა ნეტარებების მცნებებით აღბეჭდილი.
შოთა გიქოშვილი
:










Comments