top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპს ახალი Ferrari Luce წარუდგინეს

  • 2 minutes ago
  • 1 min read

პაპმა ლეონ XIV-მ კასტელ-განდოლფოს რეზიდენციაში მიიღო „ფერარის“ დელეგაცია. მისი თავმჯდომარე ჯონ ელკანი, მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტო ვინია, კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები და ინჟინრები.



შეხვედრის დროს გაიმართა ახალი Ferrari Luce-ს პრეზენტაცია, ხოლო პატივისცემის ნიშნად, ჯონ ელკანმა პაპს საჩუქრად ავტომობილის საჭე გადასცა.


"კოლეგებთან ერთად, მის უწმინდესობასთან შეხვედრა დიდი ემოცია და უდიდესი პატივი იყო. ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანური და სიმბოლური ღირებულების მომენტი, რომელიც ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს შთააგონებს, გააგრძელონ თავიანთი გზა პასუხისმგებლობითა და მომავლის რწმენით. ეს არის მოვლენა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებასა და ფერარის ისტორიაში“, – აღნიშნა ელკანმა. 


ახალი Ferrari Luce–ს სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს, 100 კილომეტრ/საათს (60 მილი/საათში) 2.5 წამში ავითარებს და მისი სვლის მარაგი 530 კილომეტრზე (329 მილი) მეტია.


მას ასევე აქვს ოთხი ელექტროძრავი — თითოეული თვლისთვის ცალ-ცალკე.

„ჩვენ უბრალოდ ახალ მანქანას კი არ წარვადგენთ, არამედ ვწერთ ახალ თავს, რომელიც ჩვენს ხედვას რეალობად აქცევს და ამყარებს ფერარის ტრადიციას, იწინასწარმეტყველოს და შექმნას მომავალი“, – განაცხადა ელკანმა მიმართვაში.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page