top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პირველი ქრისტიანი ვიცე-პრეზიდენტი ინდოეთში

ქრისტიანებისთვის დიდი სიხარული იყო იმის მოსმენა, რომ პირველად ინდოეთის ისტორიაში, ვიცე-პრეზიდენტად ოპოზიციონერი ქრისტიანი (კათოლიკე) ქალი, მარგარეტ ალივი აირჩიეს.

კარნატაკას შტატის ეპისკოპოსთა კონფერენციის სპიკერმა, ბერ-მონაზონმა, მამა ფაუსტინე ლოდომ ამ ფაქტს უწოდა – “ინდოეთში ქრისტიანი უმცირესობის პრივილეგია”. როგორც იგი აღნიშნავს, ალივი არის ნათელი წერტილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდოელი ქრისტიანების განათლების, ჯანდაცვისა და მათი განვითარების საკითხებში.


მანგალორეს ეპარქიის მღვდელმა და ყოველკვირეული საეკლესიო ჟურნალის ყოფილმა დამფუძნებელმა, ფრანცის როდრიგესმა განაცხადა, რომ კათოლიკე ეკლესიას შეუძლია ამ ფაქტით იამაყოს – „ალვი არის უმაღლესი სტანდარტის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, რომელსაც საერთო არა აქვს კორუფციასთან“.


70 წლის ოპოზიციონერი მარგარეტ ალივი ოთხ სხვადასხვა შტატში იყო გუბერნატორი, ადგილობრივი მთავრობის წევრი და ხუთგზის ინდოეთის პატრლამენტის წევრი.


ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, 18 ივლისს, დაახლოებით 4,8 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ხუთშაბათს, 21 ივლისს გახდება ცნობილი. სავარაუდო კანდიდატად 68 წლის დრაუპადი მურმუა, რომელიც მმართველმა პარტიამ BJP-მწარადგინა. არჩევის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ადივასი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას დაიკავებს.


ადივასი არის კოლექტიური ტერმინი ინდოეთის ძირძველი ხალხისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ტომს და საუბრობენ სხვადასხვა ენაზე. ეს ჯგუფი არის ჩაგრული და ექსპლუატირებული უმცირესობა.


წყარო: www.ekai.pl


შოთა გიქოშვილი
bottom of page