top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთი–ბელორუსის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს პაპი დაეხმარება




პაპმა ფრანცისკემ პოლონეთი–ბელორუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად, 100 000ევრო ჩარიცხა. წმინდა მამის დახმარება პოლონეთის “კარიტასს” გადაეცემა, რომელსაც საზღვარზე მყოფ მიგრანტთა ჯგუფების დახმარება დაევალა.


პაპმა მიიღო გადაწყვეტილება, პოლონეთის გარდა, ასევე 100 000 ევროთი დაეხმაროს ფილიპინის მოსახლეობას, ქვეყანას, რომელსაც გასული წლის დეკემბერში თავს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა. გაეროს მონაცემებით, სტიქიას დაახლოებით 410 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8 მილიონი ადამიანი და 11 რეგიონი. შედეგად, ქვეყანას უზარმაზარი მატერიალური ზარალი მიადგა.


ფილიპინებზე არსებული სამოციქულო ნუნციატურა თანხას ადგილობრივ კათოლიკე ეკლესიაში ეპარქიებს შორის გაანაწილებს, განსაკუთრებით კი ყველაზე მეტად დაზარალებულ მხარეში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page