top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პოლონეთის ვიცე-პრემიერი თბილისში წმ. პეტრესა და პავლე მოციქულების ტაძარს ესტუმრა


პოლონეთის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, პიოტრ გლინსკიმ თბილისში, მე–19 საუკუნის, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის კათოლიკური ტაძარი მოინახულა. ეს ნაგებობა აშენდა პოლონელი მიგრანტების შემოწირულობებით.


დაანონსდა, რომ ივნისში, პოლონიკას ინსტიტუტის მხარდაჭერით შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყება.


ნეობაროკოს სტილის ტაძარი 1877 წელს აშენდა. თუმცა მისი აშენება ამ თარიღამდე 17 წლით ადრე დაიწყო. შემომწირველთა სიაში შეტანილი არიან ზიგმუნტ კრაშიცკი, სოფია პოტოცკა, კომსტანტინ პშეჟჯიეცკი და სხვა, საქართველოში მცხოვრები პოლონელი ექიმები, ოფიცრები და ხელმძღვანელები.


საბჭოთა რეჯიმის პერიოდში, კავკასიაში, წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი, ერთადერთი იყო, რომელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას მღვდელ სტეფან გევარგისის დამსახურებით. იგი ყველაფრის მიუხედავად განაგძობდა თავისი სასულიერო საქმიანობის შესრულებას ამ სამრევლოში. ტაძრის ისტორიაში, ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად ითვლება წმინდა პაპის, იოანე პავლე მეორის ვიზიტი 1999 წელს. იგი ამ ტაძარში შეხვდა საქართველოში მოქმედი კათოლიკური სამრევლოების წარმომადგენლებს.


შენობის კონსერვაციასა და დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელია საერთო კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი „Terpa“. პროექტს აფინანსებს პოლონეთის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.




თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page