top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘პრეზეპეს’ წინაშე მლოცველი კათოლიკეები საყოველთაო ინდულგენციას მიიღებენ

ამ წელს, კათოლიკეებისათვის განსაკუთრებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: 2023 წლის 8 დეკემბრიდან (ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დღესასწაულიდან) 2024 წლის 2 თებერვლამდე (ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ტაძრად წარდგენის დღესასწაულამდე) პერიოდში მორწმუნეები შეძლებენ საყოველთაო ინდულგენციის მიღებას, ფრანცისკელთა ტაძარში პრეზეპეს წინაშე ლოცვის დროს.

ცნობისთვის, „პრეზეპე“ იგივე „ბაგაა“, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში წარმოადგენს საშობაო დეკორაციას და გამოსახავსბეთლემშიიესოსშობისსცენას. იგი ეკლესიაში დაამკვიდრა მე-13 საუკუნეში მოღვაწე ცნობილმაბერ-მონაზონმა ფრანცისკე ასიზელმა.


რაც შეეხება წლევანდელ წელს ინდულგენციის მიღების განსაკუთრებულობას, ინიციატივაწმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღეს გაჩნდა, როდესაც მორწმუნეები ასიზში, წმინდა ფრანცისკეს ბაზილიკაში შეიკრიბნენ, რათა წმინდანის მიერ წესდების დადგენისა (1223) და გრეჩოს პრეზეპეს შექმნის 800 წლისთავი აღენიშნათ.


როგორც ამ დღესასწაულის ნაწილი, ფრანცისკანელთა ოჯახის კონფერენციამ პაპ ფრანცისკეს სთხოვა დაეკმაყოფილებინა მიმართვა საყოველთაო ინდულგენციის შესახებ.


პაპისადმი მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „მორწმუნეთა სულიერი განახლების ხელშეწყობისა და მადლის გაზრდის მიზნით, გთხოვთ, რომ მორწმუნეებმა მიიღონ საყოველთაო ინდულგენცია ჩვეულ პირობებში: 2024 წლის 2 თებერვლამდე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ტაძრად წარდგენის დღესასწაულამდე, იმ ტაძრებში, სადაც ფრანცისკელთა ძმობა სწირავს. ასეთ ტაძრებში, სამლოცველოებში, ფრანცისკანელთა მსახურების ადგილებში, მორწმუნეებმა ‘პრეზეპეს’, საშობაო ბაგისწინაშე უნდა ილოცონ“.


ეს თხოვნა სამოციქულო პენიტენციარიამ მიიღო და მორწმუნე კათოლიკეებს საშუალება მისცა ინდულგენცია მიიღონ ჩვეულ პირობებში. გარდა ამისა, პაპმა ნება დართო სნეულებსადა მათ, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებს გადადგილებას, აღნიშნულში მონაწილეობა ადგილიდან მიიღონ და თავიანთი ტანჯვები და ლოცვები უფალს შესწირონ.

ცნობისთვის,პლენარული (სრული) ინდულგენცია (წყალობა, შენდობა) არის მადლი, რომელიც მინიჭებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ იესო ქრისტეს, მარიამისა და ყველა წმინდანის ღვაწლისთვის, იმ პირობით, რომ ადამიანი მიიღებს აღსარების საიდუმლოს, ზიარებას და ილოცებს პაპის ზრახვებისთვის.


ჩვენთან, საქართველოში ინდულგენციის მიღება შეეძლებათ მათ, ვინც ქრისტეს შობიდან 2 თებერვლამდე ილოცებს „პრეზეპეს“ წინაშე, ფრანცისკელთა სამლოცველოში ქალაქ ახალციხეში, ანდა ილოცებს რაბათში, კათოლიკურ ტაძარში, სადაც მსახურებენკაპუცინელი მამები (ფრანცისკელთა ოჯახის განშტოება).


საქართველოში აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიიღო.


წყარო: www.iltimone.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page