top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა სირთულეები შეხვდათ რელიგიურ უმცირესობებს პანდემიისას – TDI–ს ანგარიში


25.03.2020 - ხუთი კონფესიის ერთობლივი ლოცვა პანდემიაში

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა"(TDI) 2020–2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. იგი მოიცავს საკითხებს საქართვeლოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ, პანდემიის პირობებში და მის მიღმა.


ანგარიშში წერია, რომ "კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ უმცირესობებზე აისახა. შექმნილმა ვითარებამ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა, უგულებელყო რელიგიურ გაერთიანებებს შორის თანასწორობა და რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოუკიდებლობა".


მათივე თქმით, ამ პერიოდში პრობლემური იყო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური განცხადებებიც, რომლებიც საპატრიარქომ და ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა არც დაგმეს და არც სათანადოდ უპასუხეს.


"2020 წელს გამოვლინდა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ დააკმაყოფილა ებრაელი და ადვენტისტი აბიტურიენტების მოთხოვნა გამოცდაში სხვა დღეს მონაწილეობის შესახებ, რადგან მათ, საკუთარი მრწამსის გამო, არ შეეძლოთ გამოცდაში მონაწილეობა შაბათ დღეს. სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება – დაავალა გამოცდების ცენტრს განმცხადებელი აბიტურიენტებისთვის გამოცდა სხვა დღეს გადაეტანა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათი უფლებების დარღვევის თავიდან აცილება".


ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობები კვლავ აწყდებიან არაერთ პრობლემას, რომლებსაც ხშირად ხელისუფლება ხელოვნაურად ქმნის.


"კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, დისკრიმინაციული კანონმდებლობა, რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა საჯარო სკოლებში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული გამოძიება და სხვა".


TDI მიიჩნევს, რომ სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. ის ღიად და ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის, რაც, შესაძლოა, რელიგიური ჯგუფების მიმართ უფრო მეტად ხისტი და რეპრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს.


TDI–ის ანგარიში სრულად, შეგიძლიათ ნახოთ აქ


catholic.ge
bottom of page