top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რაზე გვთხოვს პაპი 2021 წელს ლოცვას


ვატიკანმა, 2021 წელს, წმინდა მამის ლოცვითი განზრახვები გამოაქვეყნა. ყოველ თვეში პაპი ილოცებს ევანგელიზაციასთან დაკავშირებულ თემებსა და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე.


პაპი ფრანცისკე ყოველ წელს გვთხოვს, კონკრეტულ თეში კონკრეტულ განზრახვაზე ვილოცოთ. „ჩვენ გთხოვთ შეუერთდეთ ადამიანებს მთელს მსოფლიოში და ილოცოთ პაპის თხოვნით მის განზრახვებზე. ზოგჯერ პაპს შეუძლია დაამატოს ერთი ლოცვითი განზრახვა დაკავშირებული არსებულ მოვლენებთან ან გადაუდებელ საკითხებთან, სტიქიით დაზარალებულთათვის. მეორე განზრახვას შეუძლია ლოცვისა და ქმედებების მობილიზება, რომლებიც დაკავშირებულია მსგავს სიტუაციებთან“.


წმინდა მამა ამ განზრახვებს პაპის მსოფლიო ლოცვით ქსელს ანდობს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს, რათა ქრისტიანებში აღძრას სურვილი გამოეხმაურონ და გააღრმაონ თავიანთი ყოველდღიური ლოცვები.


პაპის მსოფლიო ლოცვითი ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ მათ ვებ-გვერდზე. ამ გვერდზე ასევე ქვეყნდება პაპის ნებისმიერი სასწრაფო ლოცვითი განზრახვა, რომელიც იგზავნება წმინდა საყდრიდან, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ კომენტარები ყოველთვიურ განზრახვებზე.


რაზე გვთხოვს პაპი 2021 წელს ლოცვას?


იანვარი - ადამინური ძმობა

„დაე, უფალმა მოგვმადლოს სხვა რელიგიების წარმომადგენელ ჩვენს ძმებთან და დებთან სრულ თანაზიარებაში ცხოვრება, ერთმანეთზე ლოცვის სურვილი და ღიაობა ერთმანეთის მიმართ“.


თებერვალი - ქალთა მიმართ ძალადობა

„ვილოცოთ ქალებისათვის, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი, რათა საზოგადოებამ დაიცვას ისინი და მათი ტანჯვა შესმენილი და გათვალისწინებული იქნას“.


მარტი - აღსარების საიდუმლო

„ვილოცოთ, რათა შევძლოთ განახლებული სიღრმეებით განვიცადოთ შერიგების საიდუმლო და ვიგემოთ ღმერთის უსასრულო მადლი“.


აპრილი - ძირითადი უფლებები

„ვილოცოთ მათთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ადამიანთა ძირეულ უფლებებს დიქტატორული, ავტორიტარული და დემოკრატიული რეჟიმების პირობებში.


მაისი - ფინანსური სამყარო

„ვილოცოთ მათთვის, რომლების ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებლები არიან ფინანსურ სფეროებზე, რათა მათ იმუშაონ რეგულირებისათვის და დაიცვან ხალხი მისი საფრთხეებისგან“.


ივნისი - ქორწინების ხიბლი

„ვილოცოთ წყვილებისათვის, რომლებიც ქრისტიანულ საკრებულოებში ემზადებიან ქორწინების საიდუმლოს მისაღებად. დაე, ისინი გაიზარდნონ სიყვარულში გულუხვობაში, ერთგულებასა და მოთმინებაში“.


ივლისი - სოციალური მეგობრობა

„ვილოცოთ, რათა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონფლიქტებში ვიყოთ გამბედავები, არქიტექტორული დიალოგისა და მეგობრობის შენებისათვის“.


აგვისტო - ეკლესია

„ვილოცოთ ეკლესიისათვის, რათა მან შეძლოს სულიწმინდის მადლითა და ძალით გაჰყვეს სახარების ნათელს“.


სექტემბერი - ეკოლოგიურად მყარი ცხოვრების სტილი

„ვილოცოთ, რათა ჩვენი ცხორება ვაქციოთ უბრალო და ეკოლოგიურად მყარი ცხოვრების სტილად და დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს ერთგულად ემსახურებიან“.


ოქტომბერი - მისიონერი-მოწაფეები

„ვილოცოთ, რათა ყველა მონათლული გახდეს სახარების გავრცელების მონაწილე და იყოს ღია, რომ თავისი ცხოვრებით სახარება დაამოწმოს“.


ნოემბერი - დეპრესიაში მყოფი ადამიანები

„ვილოცოთ მათთვის, რომლებიც იტანჯებიან დეპრესიით, ანდა ემოციური ფონით, რათა მათ მოიპოვონ მხარდაჭერა და ნათელი, რომელიც გაანათებს მათ ცხოვრებას“.


დეკემბერი - კატეხიზატორები

„ვილოცოთ კატეხიზატორთათვის, რომლებიც მოწოდებულნი არიან ახარონ ღვთის სიტყვა. დაე, ისინი სულიწმინდის ძალით გახდნენ სიმამაცისა და შემოქმედებითობის მოწმენი“.


თარგმანი: შოთა გიქოშვილი
bottom of page