top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რაზე ისაუბრეს პაპმა ფრანცისკემ და რუსეთის პატრიარქმა კირილემ



ვატიკანის პრესსამსახური საუბრობს პაპ ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შორის შემდგარ ვიდეოაუდიენციაზე.


პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მათეო ბრუნიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:


“ვადასტურებ, რომ შედგა ვიდეოაუდიენცია პაპ ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შორის".


შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ, ქრისტიანული ერთიანობის საქმეთა საკითხების პაპის საბჭოს პრეზიდენტი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, კარდინალი კურტ კოხი და მოსკოვის საპატრიარქოს შიდა საეკლესიო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკამის მიტროპოლიტი ილარიონი.


საუბარი მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქრისტიანთა როლზე, ასევე მათ მწყემსმთავრებს, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ მშვიდობის დასამყარებლად.


პაპმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს ვიდეოაუდიენციისათვის, რომელიც მოტივირებული იყო სურვილით წარმოჩენილიყო თავის ხალხის მწყემსმთავრად, ეჩვენებინა გზა მშვიდობისაკენ, ელოცა მშვიდობის მადლისათვის, ცეცხლის შეწყვეტისათვის. წმინდა მამა დაეთანხმა პატრიარქს, რომ „ეკლესია არ უნდა იყენებდეს პოლიტიკურ ლექსიკონს, არამედ იესო ქრისტეს ენას”.


„ჩვენ ვართ ერთი და იგივეწმინდა ერის მწყემსმთავრები. ერისა, რომელსაც სწამს ღმერთი, უწმინდესი სამება, ღვთისმშობელი; ამიტომაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მსოფლიოსთვის დახმარების სურვილში, გვერდით უნდა დავუდგეთ ტანჯულთ, ვეძიოთ მშვიდობის გზები, შევაჩეროთ ცეცხლი“.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. პაპის თქმით, ომის საფასურს იხდიან ადამიანები – „ესენი არიან რუსი ჯარისკაცები და ის ადამიანები, რომლებიც ბომბებ ქვეშ მოჰყვნენ და იხოცებიან. ჩვენ, როგორც მწყემსები, ვალდებულნი ვართ ვიყოთ ხალხის გვერდით და დავეხმაროთ ყველას, ვინც იტანჯება ომის შედეგებით. ოდესღაც ჩვენს ეკლესიებშიც საუბრობდნენ სამართლიან და წმინდა ომებზე. დღეს ჩვენ ასე ვერ ვილაპარაკებთ; ვითარდება ქრისტიანული შეხედულება მშვიდობის მნიშვნელობის თვალსაზრისით“.


დაეთანხმა რა პატრიარქს, რომ ეკლესია უნდა უწყობდეს ხელს მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებას, პაპმა ფრანცისკემ დასკვნით სიტყვაში თქვა:


“ომები ყოველთვის უსამართლოა, ვინაიდან ომების საფასურს იხდის ღვთის ხალხი. ჩვენი გულები ვერ აუვლიან გვერდს მოკლულ ბავშვებსა და ქალებს, ომის ყველა მსხვერპლს. ომი არასოდესაა გამოსავალი. ჩვენი გამაერთიანებელი სულიწმინდა მოგვიწოდებს ჩვენ, მწყემსებს, რათა დავეხმაროთ ომის მიზეზით ტანჯულ ხალხს”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page