top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ მიიღეს ფატიმის ღვთისმშობელი აზერბაიჯანში



საქართველოდან ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს კათოლიკური ტაძარში გადააბრძანეს. მისი მისიაა თითოეულ ქვეყანასმშვიდობა და ხსნა მიუტანოს. „ღვთისმშობლის პატივსაცემად ტაძარში მიდიან,როგორც კათოლიკეები, ასევე მართლმადიდებლები და მუსლიმები“, - წერს სააგენტო"Москва-Баку".


1917 წელს, კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში, თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა სამ პატარა მწყემსს და მათი მეშვეობით, მსოფლიოს მონანიებისა და ლოცვისაკენმოუწოდა.


“ამ მოვლენას, როგორც სასწაულს, ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა, პატარა მწყემსებს კი ტყუილში ადანაშაულებდნენ. ვინაიდან, ეკლესია დიდი სიფრთხილით ეკიდება მსგავსი ტიპის ამბებს. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის კვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ბავშვებს ნამდვილად ღვთისმშობელი გამოეცხადა და რამდენიმე უწყებაგადასცა – მოუწოდა მათ მშვიდობისაკენ და მონანიების ლოცვისკენ. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ირგვლივ პირველი მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლი იდგა. უფლის დედამ ყველას მოუწოდა ლოცვისა და მონანიებისაკენ, რათა დასრულებულიყო ომი. პატარა მწყემსის აღწერის მიხედვით, კი შეიქმნა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება”, – ამბობს გამოცემასთან კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, თორალ აღაიევი.


დროთა განმავლობაში, პორტუგალიაში, ქალაქი ფატიმა მომლოცველობის ადგილიგახდა, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობს მილიონობით მორწმუნე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველას არ აქვს საშუალება ფატიმასეწვიოს, ამავე ქალაქის ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოლოცვადაიწყო, რათა მისიარსებობა ქრისტიანულ საკრებულოშიგამხდარიყო რწმენისა და მონანიების განახლების სიმბოლო.


კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, 2022 წელს, ღვთისმშობლის ქანდაკებით იგეგმება 14 ქვეყნის მოლოცვა. კერძოდ კი: აშშ, პორტუგალია, საფრანგეთი, ნიკარაგუა, არგენტინა, იტალია, ჩილე, ესპანეთი, კოლუმბია და კავკასია (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი).


„ჩვენი რეგიონისათვის და განსაკუთრებით ჩვენი, აზერბაიჯანის მცირე ქრისტიანული საკრებულოსათვის, ეს არის არაჩვეულებრივი მადლი და მშვენიერი შესაძლებლობა ღვთისმშობლისათვის პატივის მიგებისა და ისტორიის ამ რთულ, პანდემიისა და ომიანობის პერიოდში, სულიერი ცხოვრების განმტკიცებისა“.


ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანება აზერბაიჯანში, ფატიმის ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითმოხდა. მისი მოლოცვა - მონახულება ნებისმიერ ადამიანს 19 ოქტომბრამდე შეეძლება. კათოლიკურ ტაძარში კი წმინდა წირვები აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე აღევლინება. 19 ოქტომბერს, ქანდაკება დატოვებსაზერბაიჯანს.


ბაქოელი ჯამილა ასკეროვა, ერთ-ერთია იმ მორწმუნეთაგან, რომელიც კათოლიკურ ტაძარში ქანდაკების მოსანახულებლადმივიდა: “7 წლის წინ მოვილოცე ქალაქი ფატიმა. ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ტაძარი იდგა, ხოლო მის წინ უდიდესი მოედანი, აი იმ ადგილას ყოველ ღამე მორწმუნეები იკრიბებოდნენ ანთებული სანთლებით ხელში, ეს იყო ჯადოსნური მდგომარეობა. როცა შევიტყვე, რომ ქანდაკება მოილოცავს ბაქოს, ძალიან გამიხარდა. ყველას ვურჩევდი მოენახულებინათ იგი და ელოცათ მარიამის მეოხებით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, თანამედროვე მსოფლიოსათვის, რომელიც სავსეა ომებით. ჩვენ ვილოცებთ მშვიდობის დამყარებისათვის, რათა არსად არ იხოცებოდნენ უბრალო ადამიანები”, - ამბობს ჯამილა ასკეროვა.



წყარო: moscow-baku


შოთა გიქოშვილი

bottom of page