top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორია პაპის სურვილი – სად იქნება დაკრძალული

პაპმა ფრანცისკემ მექსიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში გაამხილა, რომ გაიმზადა სამარხი რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც დასვენებულია ღვთისმშობლის ხატი "Salus Populi Romani".



პაპმა ნათქვამი შემდეგნაირად განმარტა: "როცა ადამიანი ხანში შედის და ძალებს ვეღარ ანაწილებს ისე, როგორც ახალგაზრდობაში, უნდა მოემზადოს. ამიტომაც შევხვდი ცერემონიალს და განვიხილეთ დაკრძალვის ადგილის საკითხები“.


პაპს სურს, რომ მისი დაკრძალვა უბრალო იყოს და მოხდეს ახალი რიტუალით.


საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ დაკრძალვის ადგილის შერჩევა არ ნიშნავს, რომ იგი ამ ეტაპზე გადადგომას გეგმავს და მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემისა, არ გეგმავს პოსტის დატოვებას.


ცნობისთვის, 16 დეკემბერს პაპ ფრანცისკეს  87 წელი შეუსრულდება.


შოთა გიქოშვილი

bottom of page