top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომის კურიის რეფორმა - ახალი სამოციქულო კონსტიტუცია



პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ახალი სამოციქულო კონსტიტუცია – Praedicate Evangelium. იგი ეხება რომის კურიისა და ეკლესიის მსოფლიოსადმი მის მსახურებას.


დოკუმენტი, ძალაში შევა 5 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულზე. იგიიმ ხანგრძლივი პროცესის ნაყოფია, რომელიც საერთო კრებების დროს, 2013 წლის კონკლავამდე დაიწყო. 250 გვერდიანი სამოციქულო კონსტიტუცია Praedicate Evangelium, პაპ იოანე პავლე II-ის Pastoris Bonus-ს ჩაანაცვლებს, რომელიც 1988 წლის 28 ივნისს გამოქვეყნდა.


ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო კარდინალთა საბჭო, რომელიც2013 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე იკრიბებოდა. გარდა ამისა, წვლილი აქვთადგილობრივ ეკლესიებს მთელიმსოფლიოდან.


Praedicate Evangelium ფაქტობრივად, ამტკიცებს რეფორმას, რომელიც უკვე თითქმის მთლიანად განხორციელდა ბოლო 9 წლის განმავლობაში.


მთავარ სიახლეებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ არ დანერგილა, შეიძლება გამოვყოთ ევანგელიზაციის კონგრეგაციისა და ახალი ევანგელიზაციის ხელშემწყობი პაპის საბჭოს გაერთიანება ევანგელიზაციის ერთ განყოფილებად. ორი დეპარტამენტის პრეფექტები,პროპრეფექტები გახდებიან, ხოლო რომის კურიის ახალ განყოფილებას უშუალოდ წმინდა მამა უხელმძღვანელებს.


გარდა ამისა, სამოციქულო კონსტიტუცია ადგენს მოწყალების სამსახურის განყოფილებას, რომელსაც წარმოადგენს „პაპის წყალობის ოფისი“. ამ უკანასკნელს,რომაული კურიის წიაღში, უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება.


სამოციქულო კონსტიტუცია რომის კურიის პირველ სამ განყოფილებას შემდეგი თანმიმდევრობით წარმოადგენს: ევანგელიზაციის განყოფილება, რწმენის მოძღვრება, მოწყალების მსახურება. კატეგორიები „კონგრეგაციები“ და „პაპის საბჭოები“ იცვლება „დეპარტამენტებით“ (იტალ. dicastero).


„არასრულწლოვანთა დაცვის კომისია“რწმენის დოქტრინის დეპარტამენტის ნაწილი გახდება და მუშაობას გააგრძელებს თავისი ყოფილი სახელით. აქშენარჩუნდება პრეზიდენტისა და მდივნის თანამდებობები.


კონსტიტუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია იმის შეხსენება, რომ ყოველი ქრისტიანი არის მოწაფე-მისიონერი, გამონაკლისის გარეშე. შესაბამისად,რომაულ კურიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეიძლება დაინიშნონ საერო პირები, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.


ტექსტში ხაზგასმულია, რომ კურია არის ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება რომის ეპისკოპოსს და საყოველთაო ეკლესიის, ანუ ადგილობრივი საეპისკოპოსოებისა და ადგილობრივი ეკლესიების სარგებელს.


რომის კურია არ დგას პაპსა და ეპისკოპოსებს შორის, არამედ მათ ემსახურება თითოეული მათგანის ბუნების შესაბამისად. ხაზგასმულია, რომ სინოდალურობა რომაული კურიის მუშაობის საერთო გზაა.


ახალ სამოციქულო კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სამდივნო ახორციელებს პაპის სამდივნოს ფუნქციებს; კურიის კადრების სამსახურის პერსონალის განყოფილება გადაყვანილია ეკონომიკის სამდივნოში; სამოციქულო საყდრის ქონების ადმინისტრაცია რელიგიის საკითხთა ინსტიტუტის მეშვეობით იფუნქციონირებს.


კონსტიტუცია ასევე ზღუდავს სამსახურის ვადას რომის კურიაში იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მღვდლის სანი ან ეკუთვნიან სამონასტრო დაწესებულებებს: მათ შეუძლიათ აქ იმუშაონ ხუთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი მოწოდებულნი არიან დაბრუნდნენ თავიანთ სამრევლოებსა ან საკრებულოებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კურიაში სამსახური შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული პირებისათვის კიდევ ხუთი წლით.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page