top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომში დავიმარხები, არ დავბრუნდები არგენტინაში – პაპი ფრანცისკე


„რომში დავიმარხები, არ დავბრუნდები არგენტინაში“ – ეს სიტყვები, პაპმა ფრანცისკემ 2019 წელს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თავის თანამემამულეს, ჟურნალისტსა და ექიმს ნელსონ კასტროს განუცხადა. ფრანცისკემ არ გამორიცხა, რომ თავისი წინამორბედის მსგავსად (ბენედიქტე მეთექვსმეტე) იგიც შეიძლება ემერიტუსი გახდეს და აღნიშნა, რომ მასში სიკვდილი არ იწვევს შიშს.


პაპი ამბობს, რომ ღვთის წყალობით თავს მშვენივრად და ენერგიულად გრძნობს. იხსენებს რთულ პერიოდს, როცა 1957 წელს, 21 წლის ასაკში გაუკეთდა ფილტვის ოპერაცია: „როდესაც ნარკოზიდან გამოვედი, საშინელ და ინტენსიურ ტკივილებს ვგრძნობშდი, ვნერვიულობდი, მაგრამ მჯეროდა, რომ გამოვჯანმრთელდებოდი“. - ჰყვება წმიდა მამა.


ჯანმრთელობა სრულად დაუბრუნდა და ავადმყოფობას თავის საქმიანობაში ხელი არ შეუშლია: „ჩემი ვიზიტები საზღვარგარეთ და დაგეგმილი აქტივობები არასოდეს გამიუქმებია ან შემიზღუდავს ჯანმრელობის არქონის გამო, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ მარჯვენა ფილტვი ანაზღაურებდა მარცხენა ფილტვის ამოკვეთილი ნაწილს“, – განაგრძობს პაპი.


ჟურნალისტის კითხვაზე, მიუმართავს თუ არა პაპს ფსიქოანალიზისთვის, მან უპასუხა: „არასდროს გამიკეთებია ის, თუმცა მახსენდება პერიოდი, როცა ვიყავი იეზუიტების პროვინციალი, არგენტინაში გამეფებული იყო დიქტატურა, იმდროინდელი შიშის დაძლევაში დამეხმარა ერთი ქალბატონი, ფსიქიატრიის დოქტორი. ზოგიერთ ადამიანს ვეხმარებოდი დამალვაში და ქვეყნის დატოვებაშიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ რა შიშს განვიცდიდი, როცა მანქანით, ზეწარში გახვეული ადამიანი დასამალად გადამყავდა სოფლების გავლით, სადაც საკონტროლო პუნქტები იდგა. ვგრძნობდი საკუთარ თავში დიდი შიშს. ფსიქიატრთან შეხვედრები დამეხმარა დამეძლია შიში და მეკონტროლებინა იგი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ყველა მღვდელს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ფსიქოლოგთან“, – აღნიშნა პაპმა.


პაპი ასევე ისაუბრა ყველაფრის ერთბაშად გაკეთების შესახებ და აღნიშნა, რომ საჭიროა მოთმინების სწავლა. პრობლემების ანალიზში კი მას ბახის შემოქმედების მოსმენა ეხმარება.


ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა თუ ეშინია სიკვდილის? „დიახ, მაგრამ მაინც არ მეშინია მისი“. შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას თავის სიკვდილი, პაპი პასუხობს. „როგორც პაპი, ეკლესიის მეთაური, ან თუნდაც ემერიტუსი, დავიმარხები რომში, არ დავბრუნდები არგენტინაში“.

წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი შოთა გიქოშვილი
bottom of page