top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'რძის მღვიმე' – ადგილი ბეთლემში, სადაც არაერთი სასწაული დაფიქსირდა

პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში, ქრისტეს შობის ბაზილიკიდან სამხრეთით, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს „რძის მღვიმე“, რომელიც ასევე ცნობილი როგორც „ღვთისმშობლის მღვიმე“. იგი წმიდა მიწაზე ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სალოცავს წარმოადგენს. აქ დაფიქსირებულია არაერთი სასწაული, რომელიც უშვილობას ან ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდება.

 

მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025
მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025

ამ ადგილს, საუკუნეების განმავლობაში დიდ პატივს მიაგებდნენ რეგიონში მცხოვრები იუდეველი, ქრისტიანი და მუსლიმი ქალები, რომლებიც აქ სალოცავად მიდიოდნენ და ღვთისმშობელს შეათხოვდნენ მიეცა უხვი რძე შვილების გამოსაკვებად. მღვიმეში დღემდე მუდმივად ჩადიან მორწმუნეები, რომლებიც ლოცულობენ და აგროვებენ თეთრ ნამცეცებს, რომელიც ცნობილია, როგორც „წმიდა რძე“.

 

ზოგიერთი უძველესი მოწმობის გარდა – რომელთა შორისაც ყველაზე უძველესი  IV საუკუნით თარიღდება – ზუსტად ვიცით, რომ მღვიმეს პატივს მიაგებდნენ ჯერ კიდევ ჯვაროსნების ამ ადგილზე შესვლამდე. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, ქრისტიანულმა საკრებულომ მარიანული კულტი 1349-1353 წლებამდე შემოინახა, ხოლო შემდგომ ეკლესია-მონასტრებს მუსლიმებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს.

 

ყოფილი ბიზანტიური ეკლესიისგან  მხოლოდ V საუკუნის იატაკის მოზაიკის ნაწილი შემორჩა. აქვეა ჭაც, სადაც გადმოცემის თანახმად, როცა ქალწული მარიამი რძის მღვიმეში თავს აფარებდა, ყრმა იესოს შესახვევ ნაჭრებს სწორედ აქ რეცხავდა.

 

მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025
მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025

XIV საუკუნეში, ეს მღვიმე, ფრანცისკელებმა პაპ გრიგოლ XI-ის მიერ 1375 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე შეიძინეს და ააშენეს პირველი ეკლესია სამრეკლო კოშკით. მოგვიანებით, 1872 წელს მათ ახალი ტაძარი შემატეს, ბოლოს კი, 2007 წელს, ძველი სამლოცველოს რესტავრაცია მოხდა და კიდევ ერთი ახალი, ღვთისმოშბლის სახელობის სამლოცველო აიგო. ახალი, ძველ მღვიმეზე დაშენებული ტაძარის არქიტექტორები ლუიჯი ლეონე და კარა როვატი არიან. მშენებლობა იტალიელი და სლოვაკი მორწმუნეების მიერ გაღებული შემოწირულობებით განხორციელდა.

 

VI საუკუნით დათარიღებული ლეგენდის თანახმად, როცა ჰეროდეს ბრძანებით ყრმების დახოცვა დაიწყეს, მარიამმა ყრმა იესოსთან ერთად სწორედ ამ მღვიმეს შეაფარა თავი და იესოს აქ უვლიდა. მოგვიანებით, გარკვეული პერიოდი, ლეგენდა დავიწყებას მიეცა. შემდეგომ კი იგი ხალხში შეცვლილი სახით გავრცელდა:


„ანგელოზის მიერ სიზმარში გაფრთხილებული წმიდა ოჯახი გაიქცა. ბეთლემის გარეუბანს რომ მიაღწიეს, ჩვილ იესოს მოშივდა და საჭირო იყო რძე. მარიამმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ახლომდებარე მღვიმეში დამალულიყვნენ, სადაც ქალწულმა მარიამმა იესო ძუძუთი გამოკვება. ოჯახს შეაგვიანდა, ჰეროდეს ჯარისკაცები კი მათ უახლოვდებოდნენ; იოსებმა მარიამს აჩქარება ურჩია. სიჩქარეში მისი რძის რამდენიმე წვეთი მღვიმეში, ძირს დაეცა, რის შედეგადაც  კლდე, რომელიც ჩვეულებრივ ვარდისფერი იყო, ამ ადგილას გათეთრდა“.

 

ევროპასა და აღმოსავლეთში, მღვიმის რელიკვიები VI საუკუნიდანვე გახდა ცნობილი. ტუფის ქვა რომელიც მღვიმის კედლებსა და ფსკერზეა, საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა.

 

თეთრი ტუფს აქუცმაცებდნენ, ამატებდნენ წყალს და ერთგვარ თაბაშირს იღებდნენ, რის შემდეგაც, მას მცირე ყალიბებში ასხამდნენ და შედედებული რძის მსგავს კონსისტენციას იღებდნენ. ასე გავრცელდა იგი ქრისტიანებს შორის, როგორც პატივსაცემელი რელიკვია.

ამ რელიქვიებს ქრისტიანები უწოდებნენ “უწმინდესი ქალწული მარიამის რძეს”, “მთვარის რძეს” ანდა “მთის რძეს”.

მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025
მამა პაატა ქომოშვილის ფოტო – "რძის მღვიმე", 2025

 

მღვიმიდან ფხვნილის მიღების ამგვარი წესი XIX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა.

 

ამ რელიქვიის კულტი სწრაფად გავრცელდა; ითვლებოდა, რომ მას სასწაულების მოხდენა შეეძლო, განსაკუთრებით რძის აღდგენის უნარი იმ დედებისთვის, რომლებსაც ჩვილების გამოსაკვებად რძე არ ჰქონდათ. ეს რელიკვია ასევე ძლიერ ეფექტურ საშუალებად ითვლებოდა უნაყოფობის წინააღმდეგ.

 

ამჟამად ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ადგილი, სადაც დაახლოებით სამოცდაათი ასეთი „წმიდა ამპულა“ ინახება ან ინახებოდა. მათი  უმეტესობა იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშია ნაპოვნი.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

Comments


bottom of page