top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სააღდგომო ზავის დადების მოწოდებას პაპი უერთდება



გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით, უკრაინაში მშვიდობისათვის სააღდგომო ზავი დაიდოს, პაპი ფრანცისკეც უერთდება.


10 აპრილს, ბზობის კვირას, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, პაპი ფრანცისკე სააღდგომო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა. ახლა კი, წმინდა საყდარი და პაპი ფრანცისკე უერთდებიან მსგავს მოწოდებას, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური წესის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა გააჟღერეს – 24 აპრილს შემდგარიყო სააღდგომო ზავი.


იმის გაცნობიერებით, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, ისინი სთხოვენ უფალს, რათა საომარი მოქმედებების ზონაში დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია რაც შეძლება მალე მოხდეს და აღდგეს მშვიდობა. ასევე სთხოვენ მათ, რომლებიც ხალხზე არიან პასუხისმგებელნი, რათა შეისმინონ ერის ღაღადი მშვიდობაზე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page